Tuesday, March 27, 2012
საუკეთესო ღვინოსაუკეთესო ქართული ღვინოები,საუკეთესო ქართული ღვინოები” – ასე ეწოდება წიგნ-გზამკვლევს, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. ,,პარნასი ჯგუფისა” და ღვინის მაღაზია ,,ვინოთეკის” ერთობლივი პროექტი 2010 წელს ქართული ღვინის ბაზარზე არსებულ ღვინოთაგან საუკთესოს შერჩევაში დაეხმარება ამ სასმელის ჭეშმარიტ დამფასებლებს თუ უბრალოდ, პატივსაცემი ადამიანისთვის სასიამოვნო საჩუქრის გაკეთების მსურველებს. როგორც წიგნის შესავალში გამომცემელი გიორგი დარსალია გვამცნობს, დეგუსტაციისთვის ყველა წამყვანმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა მათი აზრით საუკეთესო ღვინოები. საერთო ჯამში, სადეგუსტაციოდ გამოტანილ იქნა ღვინის 100-ზე მეტი ნიმუში, საიდანაც პროფესიონალ დეგუსტატორთა მიერ მხოლოდ 69 დასახელების ღვინო შეირჩა. სადეგუსტაციო კომისიაში შედიოდნენ: ვაზისა და ღვინის სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მეხუზლა და კომისიის წევრი გიორგი სამანიშვილი. სწორედ ამ კომპეტენტური დეგუსტატორების მიერ რჩეულ ღვინოებს ეძღვნება წიგნი-გზამკვლევი ,,საუკეთესო ქართული ღვინოები”. როგორც ისი ავტორები გვპირდებიან, ეს ერთჯერადი პროექტი არ იქნება და მომავალ, 2011 წელს გზამკვლევი განახლებული სახით გამოვა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
casino.com - Casino Hotel in Tampa
ReplyDeleteCasino Hotel 슈어 벳 in 이빨빠지는꿈 Tampa offers more than 1,000 사설 토토 사이트 of the finest in casino gaming. Welcome to the largest casino floor in 있는 the country. 브라밝기조절