Tuesday, March 27, 2012

ღვინო

საუკეთესო ღვინოსაუკეთესო ქართული ღვინოები,საუკეთესო ქართული ღვინოები” – ასე ეწოდება წიგნ-გზამკვლევს, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. ,,პარნასი ჯგუფისა” და ღვინის მაღაზია ,,ვინოთეკის” ერთობლივი პროექტი 2010 წელს ქართული ღვინის ბაზარზე არსებულ ღვინოთაგან საუკთესოს შერჩევაში დაეხმარება ამ სასმელის ჭეშმარიტ დამფასებლებს თუ უბრალოდ, პატივსაცემი ადამიანისთვის სასიამოვნო საჩუქრის გაკეთების მსურველებს. როგორც წიგნის შესავალში გამომცემელი გიორგი დარსალია გვამცნობს, დეგუსტაციისთვის ყველა წამყვანმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა მათი აზრით საუკეთესო ღვინოები. საერთო ჯამში, სადეგუსტაციოდ გამოტანილ იქნა ღვინის 100-ზე მეტი ნიმუში, საიდანაც პროფესიონალ დეგუსტატორთა მიერ მხოლოდ 69 დასახელების ღვინო შეირჩა. სადეგუსტაციო კომისიაში შედიოდნენ: ვაზისა და ღვინის სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მეხუზლა და კომისიის წევრი გიორგი სამანიშვილი. სწორედ ამ კომპეტენტური დეგუსტატორების მიერ რჩეულ ღვინოებს ეძღვნება წიგნი-გზამკვლევი ,,საუკეთესო ქართული ღვინოები”. როგორც ისი ავტორები გვპირდებიან, ეს ერთჯერადი პროექტი არ იქნება და მომავალ, 2011 წელს გზამკვლევი განახლებული სახით გამოვა.

Thursday, March 22, 2012

ქართული ღვინის ისტორია

ღვინის ისტორია

    ღვინოალკოჰოლური სასმელი წარმოებული, ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.
   ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).
სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო - ღვინო.

ღვინო


  

ქართული ღვინის ისტორია

  საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.
  ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.
  სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.
  პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. აქედან გამომდინარე, გაკვირვებას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა და შესაძლოა მათი მეშვეობითაც ხდებოდა მსგავსი ტიპის ექსპორტიზაციაც.

 ქართული ღვინო


სურათი 2
 სურათი