Friday, April 27, 2012

მარანი


სადაა "ღვინის აკვანი"?


ოლეგ გოლიაძე
პლატონის ცნობილ ხატოვან გამონათქვამს "ვაზი ყოველთვის ხარობდა" ზოგჯერ, არცთუ გულუბრყვილოდ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეს "და ყველგან" უმატებენ... ამგვარ, "უნებლიე" სახეცვლილებას ამართლებენ ბიბლიური წყაროებით, ლეგენდებით, მითებით, გადმოცემებით... სინამდვილეში კი პლატონის სიტყვების გავრცობას მხოლოდ ერთადერთი, მიზანმიმართული, გააზრებული ახსნა ეძებნება: რაც შეიძლება მეტად გაფართოვდეს კულტურული ვაზის არსებობის არეალი და ამით დაიჩრდილოს თავდაპირველი, ან უკეთ, ყველაზე მეტად საგულვებელი სამკვიდრო ვაზისა...
სად უნდა ვეძიოთ ვაზისა და ღვინის სამშობლო?
ჩვენს მეზობლებს რკინისებური არგუმენტი აქვთ: კულტურული მევენახეობა, ისტორია ღვინისა იწყება ბიბლიური პატრიარქის, ნოეს მიერ არარატის მთის კალთებზე გაშენებული ვენახისთანავე... რა გინდა, რით უნდა დაუპირისპირდე ამ ბიბლიურ წყაროს?!.
მეცნიერთა და სპეციალისტთა (მსოფლიო დონის) ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საკუთრივ ქართული სიტყვა-ცნება "ღვინო"-საგან მომდინარეობს ფრანგული "Vin", ინგლისური "Wine", რუსული "Вино", გერმანული "Wein"... უნდა ითქვას, ამის ხელაღებით აქსიომად გამოცხადება ართუ იოლია, მაგრამ ენდემური ჩამომავლობა უძველესი ჯიშის ქართული ვაზისა (მათი რაოდენობა კი ხუთასს აჭარბებს) ამ თეორიას ერთობ სარწმუნოდ აქცევს. ამ უცილობელ ფაქტს კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს იმგვარი ისტორიული და ლიტერატურული წყაროები, როგორებიცაა ჰომეროსი, აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი და სხვ. ავტორიტეტულ ავტორთა რწმუნებანი, ეჭვგარეშეა, იძლევა იმის სერიოზულ საფუძველს, რომ ვამტკიცოთ საკუთრივ საქართველოა წინარესამშობლო კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობისა. მაგრამ მსგავსი ისტორიულ-ლიტერატურული, მითოლოგიური, არქეოლოგიური რწმუნებანი იხილვება არაერთ ქვეყანაშიც (ეგვიპტე, რომის იმპერია, საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები... სომხეთშიც, ცხადია).
ქართველებს ხელეწიფებათ, ამტკიცონ, ყოველმხრივ დაასაბუთონ, რომ ძველქართული საწესო-სასულიერო სიმღერები, თავიანთი ყოველგვარი კომპონენტით მხოლოდ ქართულია, ამ სიმღერების ერთადერთი მშობელი ქართველია და ვერც ვერავინ გვედავება...
ვაზი და ღვინო?
რა ვქნათ?!. ვით დავარწმუნოთ, ვთქვათ, მეზობელი სომხები, რომ ვაზი და ღვინო ჩვენში გაცილებით ადრე იყო კულტივირებული? ვაზის საგალობლები ვუმღეროთ? მათაც რომ შემოგიმღერონ, მერე რს შვრები?!. ახლა შუამდინარეთი, საბერძნეთი, რომი, ესპანეთი...
თუ მოჰყევი რაიმეს მტკიცებას, ადგება ოპონენტი და სულ მარტივ შეკითხვას დაგისვამს: "იცნობ თუ არა მე-20 საუკუნის 1-ლი ნახევრის გერმანელი მეცნიერის, კულტურათა ისტორიკოსის ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმის ენციკლოპედიურ ნაშრომს "ყველა კეთილი სული!? (რემარკა მკითხველისათვის: ზემონახსენებ წიგნში ყველაფერია მოთხრობილი ვაზზე, ღვინოზე... ზუსტად ისეა, პიტსბურგში რომ ერთ სუპერმარკეტს აწერია: "თქვენ თუ არ იცით, რა გნებავთ, შემობრძანდით, ჩვენთან ყველაფერს შეიძენთ"). დადებით პასუხზე ყოვლისმცოდნე ოპონენტისაგან ისევ კითხვას უნდა ელოდო: მერე და სადაა იქ საქართველო?... რა გინდა უპასუხო? თითქმის ისეა საქმე, გალაკტიონს რომ აქვს ნათქვამი: "ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის..."
არადა, არის!..
ფონ ალექსანდერის წიგნი უნიკალური ნაშრომია ყოველმხრივ, ესეისტის ხელით ნაქარგი, ისტორიული მასალა, ფაქტები, მითოლოგია, თქმულებანი, ლექსები, ნახატები, გრავიურები, სუფრული პოეზია მირიადი ხალხისა, ალკოჰოლური სასმელების დაყენების წესები... და არცერთი სიტყვა საქართველოზე!
ვატყობ, სხვაგან გამექცა კალამი... ერთი აბზაციც!..
და მაინც კითხულობ, სწავლობ ფონ ალექსანდერის წიგნს!.. გრძნობ რაღაც უთქმელით და უხილავით, რომ არის ნაშრომში ისეთი რამ, რაც გულისტკივილს ფარავს... ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, იობის მოთმინებით ითავისებ და როდის-როდის გინათდება უკმარისობით დაბინდული გონება: წიგნში არაფერია საქართველოს ვაზ-ვენახსა და ქართულ ღვინოზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერია შესახებ იმისა, რომ ზოგჯერ თვალნათლივ, ხშირად მინიშნებით, უმეტესად სტრიქონებს შუა არგუმენტირებულად (თვით ავტორისავე მიერ!) იხილვება ქართველთათვის ფრიად სარგებლიანი ფონი: არც ერთი ზემონახსენები ქვეყანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვაზისა და ღვინის წინარესამშობლოდ! მკითხველს ვაფრთხილებ: ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმი არსად არ წერს, რომ საბერძნეთი, ძველი რომი ან იუდეა ვაზისა და ღვინის სამშობლო არააო... მაგრამ მის მსჯელობებში, დაკვირვებებსა და კომენტარებში ეს აშკარად გამოსჭვივის! ესაც დიდი ნიშნულია... ერთგან კი ეს ანგარიშგასაწევი ავტორი ა. სპიჩკას წიგნზე "სმის ხელოვნება" დაყრდნობით წერს: "ვენახის კულტურა ჩაისახა ჯერ კიდევ უძველეს ელადაში მცხოვრებ პელაზგებთან, მათგან კი სამნიტების გავლით გადავიდა იტალიაში..., ჩვ. წ. I საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, საფრანგეთის მოეფინა..." პელაზგები კი არაერთი ჩვენი და უცხოელი მეცნიერის მტკიცებით, უძველესი ქართული ტომის მოდგმისანი იყვნენ განვითარებული მიწათმოქმედების, კულტურული მემცენარეოის პიონერები... ეს ფაქტი ერთობ მრავლისმეტყველია, მაგრამ სრული ნეტარების უფლება, ცხადია, არა გვაქვს, რადგან ზოგიერთ არაკეთილმოსურნეთა აზრით, ყველაფერი მთლად მასეც არაა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ გვმართებს სათანადოდ გარჯა. დავიმახსოვროთ: ეს ეპოქა უკვე კარგა ხანია საინფორმაციო ომების ეპოქად იქცა ყველა სფეროში; ჩვენ კი ხშირად ვაგვიანებთ... რა თქმა უნდა, ქართველ მეღვინეთა და მამულიშვილთა დიდ გარჯასა და რუდუნებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ლონდონში 1999 წ. გახსნილ მუდმივმოქმედ გამოფენაში "ღვინის ქალაქი "ვინოპოლისი", რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ვაზისა და ღვინის ისტორიას, რომელსაც ღვინის ოდისეასაც უწოდებენ და წარმოადგენს მისი საპატიო პრეზიდენტის, ღვინის ისტორიის მკვლევარ-ექსპერტის ჰიუ ჯონსონის წიგნის "მოთხრობები ღვინოზე" - ფონზე შესრულებულ ექსპოზიციას, დაწყებულს საქართველოს პავილიონით, სახელწოდებით: "ღვინის აკვანი". ამ თვალსახედვით, კომპანია "GWS", საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს საელჩო ევროპაში "კარის გამღების" საპატიო და სანაქებო პიონერებად გვევლინებიან... ასევე დიდ ძალიხსმევას იჩენს ამ მიმართულებით ჟურნალის "ვაზი და ღვინო" რედაქცია, ალმანახი "თამადა", გაზეთი "მარანი" და სხვ. მაგრამ ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ვიმეორებთ, სრული დამშვიდებისა და განცხრომის საფუძველს სულაც არ იძლევა...
უძველესი ქართული ტრადიციები სუფრისა, თამადობის ინსტიტუტი (უნიკალური და თვითმყოფადი ფენომენი!), ყურძნის კულტურული ჯიშების გამოყვანისა და ქვევრებში ღვინის დაყენების მხოლოდღა ქართველთათვის ჩვეულ წესს გაოცებაში მოჰყავს უცხოელი მევენახე-მეღვინეები (სანიმუშოდ ჩვენი მეგობარი, იტალიელი დონატო ლანატი იკმარებს, რომელიც აცხადებს: "ჩვენი ცოდნა ვერ სწვდება ამ დიდ საიდუმლოს, ეს ზეენოლოგიის სფეროს განეკუთვნება"...); ის რეალური ფაქტი, რომ რამდენიმე ხნის წინ ქართულმა, ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულმა ღვინომ დიდი აღიარება ჰპოვა იტალიაში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე "ვინიტალი", უეჭველად მძლავრი იმპულსებია, მაგრამ საკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...
ვთქვათ პირდაპირ: სმით თითქმის ყველა სვამს, ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს. გურიაში იტყოდნენ, თურმე, უწინ: "ღვინოს, სასმელს ის ვერ სვამს, ვისაც არა აქვს და არც არავინ ასმევსო"... სწავლული ხალხი, მკურნალნი გამოჰყოფენ სხვა კატეგორიასაც ვისაც რაიმე ავადობის გამო არ შეუძლია სმა.
ჩვენი წინაპრები ღვინოს მოიაზრებდნენ ვითარცა ღვთის ძღვენს, ხოლო ლოთობას, მემთვრალეობას ვითარცა ღვთის სასჯელს. ეს ასე იყო ყველგან, თვით რუსეთშიც კი, თუმცა აპრიორი მიჩნეულია, რომ ისე (ხშირად უმიზნოდ, უსაბაბოდ, კულუტუროდ, უზომოდ), როგორც რუსეთში, თითქმის არსად არ სვამენ (ს. კლიუჩნიკოვი. ვლ. გოლოვანოვი...).
ქართული ყოფიერებისა და ცნობიერების თითქმის ყველა სფეროში ღვინო და ვაზი იგულვებოდა სიმბოლურ-ალეგორიულ ფენომენებად, მოიაზრებოდა როგორც სიცოცხლის უცილობელი ატრიბუტები; გავიხსენოთ სახვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშები ვაზის გამოსახულებით, არქეოლოგიური ნაშთები, წმ. ნინოს ვაზის ჯვარი, დემეტრე მეფის საგალობელი "შენ ხარ ვენახი"... და მით. ღვინო ძველი იბერიის მკვიდრთა საკულტო სასმელიც ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი გვითვალისწინებს, რომ მცხეთის უმთავრესი კერპის არმაზის სადღესასწაულო ცერემონიალს რიტუალური სერობა გაასრულებდა: "შემდგომად თაყვანისცემისა ჰყვიან ნადიმნი და განცხრომანი დიდითა ჭამითა და ღვინის სმითა..."
აკად. გ. წერეთელი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი, პიროვნება, რომელსაც ე. წ. "ურაპატრიოტობას" ვერვინ დასწამებს, სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ "მაღალი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორიც არის "ღვინო" და თვით საგანი, მითი აღნიშნული, ქართულიდან იყოს მთელ მსლფლიოში გავრცელებული". სახელოვანი მეცნიერის ეს მოსაზრება ჩვენთვის, ქართველთათვის, შესაძლოა, აქსიომურადაც კი მოჩანდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრიად ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა გამო, ვფიქრობთ, ამ სარწმუნო თეორიის საყოველთაოდ გაზიარებად ძნელად თუ მოხერხდება... თუ რატომ, მოგახსენებთ: ალბათ, არცთუ იოლი იქნება, დაარწმუნო ვინმე ბერძენი, რომ მათეული "Oinos" (ოინოს) ქართული "ღვინო"-საგან მომდინარეობს გადაგიშლის 25-26 საუკუნის წინ შექმნილ პლატონის "ნადიმს" და... ან კიდევ: რას ეტყვი რომელიმე იტალიელს, ვინც კარგად უწყის, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 245-184 წლებში დიდი ლათინის, კომედიოგრაფის, პლავტეს თხზულებაში გვხვდება "Vinum" (ვინუმ)... ვითომ გვერწმუნებიან?.. ვფიქრობთ, არა და ვერც გაამტყუნებთ... სიტყვა, როგორც ასეთი, რომელიმე ენის მიმოქცევაში, რეალში შემოდის იმ ობიექტთან, იმ მოვლენასთან, იმ ცნებასთან ერთად, რასაც აღნიშნავს თვით ეს სიტყვა, ე. ი. პირველადია ის, რაიცაა აღსანიშნავი, ხოლო მეორადი აღმნიშვნელი... ამისა გამო, უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, თუ სახელდობრ რომელი ქვეყანა იგულვება ღვინის სამშობლოდ და შემდგომ ამის ძიება, თუ მავანი ცნება-სიტყვა რომელი ხალხიდან, ენიდან გადაეცა სხვა ენას ბუნებრივი სესხების გზით...
ნათესავით ქართველთ, მრავალსახოვანი ნიადაგ-კლიმატური პირობების კვალობაზე, გამოჰყავდათ არაერთი ორიგინალური, ერთობ დიდი ღირსების მქონე ვაზები, ნერგავდნენ ღვინის დაყენების კეთილშობილურ მეთოდ-წესებს, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ "სიმართლეს" ღვინისას, როგორც ილია ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის-რა გარდა ყურძნის წვენისა"...
ჩვენი დღევანდელი რეალობა (სოციალურ-ყოფითი, ეკონომიკური, გარესამყარო, კავშირ-ურთიერთობანი, სხვა გარემოებანი) ღვინოს, როგორც მამა-პაპურ, ქართულ ფენომენს, ცოტა არ იყოს, "შეიწროებულ" მდგომარეობაში აყენებს. არადა, ღვინო არომატთა სურნელია, ბუკეტი, განუმეორებელი, დახვეწილი, დილის სიოსავით საამური, ზოგჯერ შეუცნობლად თვისი, ახლობელი...
ამბობენ: "ღვინო ვალსია, არაყი გიჟმაჟი როკვა"...
ღვინო დარბაისლურია, ზეპური; არაყი ფართო მოხმარების საგანი, მრავალ კაცთა გონების ერთ დონეზე გამაწონასწორებელი.
თუკიღა გამჩენმა ქართველებად დაგვბადა, "მართალი ღვინის" ქვეყანა გაგვიმწესა მამულად, არყისა და ვისკის მჭვრეტელთ ნუ გვავიწყდება საწუთროება, მივსდიოთ მშობლიურ ხმას; ჩვენ არა ვართ გერმანელ-ინგლისელებივით მოწესრიგებული ხალხი, ყველაფერს რომ მისხალ-მისხალ ზომავენ და წონიან (თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ გერმანელებს, ფრანგებს, ინგლისელებს და სხვათაც ეს თავიანთი "შინაგანაწესი" ჩვენში სტუმრობისას ავიწყდებათ), სიფრთხილე კი ნამდვილად გვმართებს, დროდადრო სიფხიზლეც...
ზედმიწევნითი ანალიზის მოყვარე ინგლისელებმა თავიანთ მეცნიერთ განუწესეს, დაედგინათ თუ მოეძიათ შესაბამისობანი ცხოვრებისა და სმისა; აი, ისინი:
1. შეეცადეთ კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით თავი შეიკავოთ სპირტიანი სასმელების მირთმევისაგან.
2. თანდათანობით გადადით ნაკლებად სპირტიან სასმელებზე.
3. სმა დაიწყეთ მხოლოდ გვიან საღამოთი.
4. საყვარელ სასმელთაგან შეარჩიეთ ყველაზე უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი.
5. ერიდეთ შაბათ-კვირაობით სმას.
6. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, როდესაც გწყურიათ.
7. დალიეთ წითელი ღვინო და არა თეთრი.
8. დიდი რაოდენობით სასმელის მიღების შემდგომ სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, რათა ორგანიზმში არ მოხდეს გაუწყლოება.
9. ისეთ კომპანია-ქეიფში წასვლამდე, სადაც უხვად სმა მოგიწევთ, მიიღეთ ვიტამინი C ან სხვა ანტიოქსიდანტები.
10. ნუ დააიმედებთ თავს, რომ ალკოჰოლი დაგამშვიდებთ და თავს შვებას მოუტანთ.
ამგვარია სმის ინგლისური მცნებები...
მოგწონთ?.. ვფიქრობთ, აქ ქართველთათვის ბევრი რამ ერთობ საკამათოა! არცაა გასაკვირი: განსხვავებული სოციალური გარემო, სხვა ხალხი, სულ სხვა ქვეყანაა, ფონი, სხვა ადათ-წესები, სასმელიც განსხვავებული... ამის თაობაზე ქართველ მეცნიერთ, ისტორიკოსებს, მშერლებს მცნებების სახით არა, მაგრამ საკმაოდ სახოვნად გამოუთქვამთ განსჯანი (ს.-ს. ორბელიანი, დავით ბატონიშვილი). პირადად ჩვენთვის, რიგითი მესუფრისა და ქართველისათვის მისაღებია მშობლიური და საოცრად სადად თქმული სიბრძნე ბ-ნ სიმონ სხირტლაძისა (პედაგოგის, სწავლულის, სახელგანთქმული თამადის): "სვით, ოღონდ საქმე არ გააფუჭოთ და სხვასაც ნუ გაუფუჭებთ განწყობას"...
© "მარანი"

რა არის ღვინო?


ალეკო ცქიტიშვილი
- სამოთხეში ვართ, რა! - მითხრა ცნობილმა ქუთაისელმა როკერმა რობი კუხიანიძემ, მერე ღვინის ბოკალი კიდევ ერთხელ დაატრიალა ღერძის გარშემო და “ხოხბის ცრემლების” ბოლო ყლუპიც დაგემოვნებით აითვისა.
ღვინის გასინჯვის ეს პროფესიული ჟესტი სხვებისგან არ გამიკვირდებოდა, მაგრამ მოულოდნელი იყო რობისგან, რომელიც, ყველამ ვიცით, ბიკენტიას დუქანში იმისთვის არ დადის, რომ იქ ბოკალი დაატრიალოს, სინათლეზე გახედოს და მერე ღვინოს ცხვირი ნელა მიუახლოვოს - კენკრის განუმეორებელი სურნელისა თუ სხვა ჯიშური არომატების შესაგრძნობად.
როგორც ჩანს, ყველანი ვიზრდებით და წინ მივდივართ. ასე თუ გავაგრძელეთ, ბოლოს აუცილებლად დავღვინდებით და წინაპრებსაც ვასახელებთ.
“სამოთხეში”, ანუ “ექსპო- ჯორჯიაში”, ღვინის მესამე საერთაშორისო გამოფენაზე, მთელი სამი დღე ვხედავდი ბოკალში ცხვირჩაყოფილ ადამიანებს. სტუმრები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდნენ და დასათრობად შემოხეტებულ მოქალაქეებს აქ პრაქტიკულად ვერ ნახავდით. სამოთხეში ყოფნის შეგრძნება კი ბევრს ჰქონდა, რადგან ვინც ქართული ღვინის აწმყო- მომავლით იყო დაინტერესებული, სწორედ აქ ეძლეოდა საშუალება, სრულიად უფასოდ დაეგემოვნებინა საქართველოში არსებული თითქმის ყველა კომპანიის საუკეთესო ღვინოები.
განსაკუთრებული ინტერესით ღვინის უცხოელი გურმანები გამოირჩეოდნენ. დაჭაშნიკების რიტუალს ისინი თავიანთ შინაგან ხმაზე ბევრად უფრო მიყურადებული მზერით ასრულებდნენ. მათი მონდომებაც არ იყო გასაკვირი. უცხოელთა დიდ ნაწილს აქ წარმოდგენილი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი ან ინვესტიციამდელი ნიუანსები აინტერესებდა.
ვფიქრობ, მაინც ბევრი დაკარგეს იმ კომპანიებმა, ვინც წელს გამოფენაზე მონაწილეობა გადაიფიქრა და ამ დიდი კრიზისის ჟამს, თავიანთი ჩაწოლილი პროდუქცია ყველაზე დაინტერესებულ მომხმარებელს არ გაასინჯა.
იშვიათი ქართული ჯიშებისადმი ჩემი დიდი სიყვარულის გამო, ძალიან გამიხარდა “ქისის” ოქროს მედალი და აღიარება. ამ ღვინის შემოქმედის, გოგი დაქიშვილის სახელს გამოფენაზე ჯერ კიდევ კონკურსამდე ახსენებდნენ და “ვინოტერას” ბრენდით წარმოდგენილი ქისის ქებასაც ბევრგან გაიგონებდით. მეც გავიცანი ეს მორიდებული კაცი - თავისი ღვინის მსგავსად ცოცხალი, კეთილი და ამავე დროს ეშმაკურად მოციმციმე თვალებით, მეღვინის პორტრეტისათვის დამახასიათებელი სხვა შესამჩნევი შტრიხებით. როგორც მოველოდი, “ქისი” ცოცხალი ღვინო აღმოჩნდა - ყოველგვარი ხელოვნური საფუარებისა და გაწებვა- ფილტრაციის გარეშე, თანაც - ქვევრისა!
ზოგადად, წლევანდელ გამოფენაზე რამდენჯერმე შევესწარი კამათსთემაზე: “რა არის ღვინო?!” ცხადია, ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ თვითონ ეს კითხვა უკვე ძალიან ხშირად ისმის. გამოფენაზე წარმოდგენილი ღვინოების გასინჯვისა და მათ შესახებ ინფორმაციების თავმოყრის შემდეგ, მე პირადად სამი მიმართულების მეღვინეები გამოვარჩიე: ერთნი (ყველაზე ცოტანი) ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით ორგანული ღვინის დაყენებას ემხრობიან, მეორენი ისევ საბჭოთა მეღვინეობის გატკეპნილ გზას ადგანან, ხოლო მესამენი ახალ ბილიკს ჭრიან ევროპისკენ და საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანას ცდილობენ.
ჩემი აზრით, უკიდურესობებში გადავარდნა არც ერთ ამ მიმართულებას არ მოუტანს სასურველ შედეგს. წარმატებებს მიაღწევს ის მეღვინე, რომელიც ყველა მიმართულებიდან საუკეთესო ცოდნა- გამოცდილებას დაეყრდნობა და ოქროს შუალედს იპოვის.
მე პირადად გული დამწყდა, რომ გამოფენაზე ტრადიციული ქართლური ყურძნის ჯიშებით დაყენებული ღვინო არ აღმოაჩნდა “შატო მუხრანს”, რომელსაც სახელწოდებაშივე ხაზგასმული აქვს ევროპული გეზი. გულიანად გამეცინა, როცა “შატო მუხრანის” პრეზენტატორ სიმპატიურ გოგონას ვკითხე - ჩინური თუ გაქვთ- მეთქი და მკვახე პასუხი მივიღე: “ჩვენ მხოლოდ ქართული ღვინოები გვაქვს!” ამ ეტაპზე “მუხრანში” კაბერნეს, შარდონეს, რქაწითლისა და საფერავიდან დაწურულ ღვინოებს ასხამენ, თუმცა სულ მალე ჩინურის, გორულ მწვანესა და თავკვერსაც ვიხილავთ.
კიდევ ერთი პრობლემა უცხოური კულტურული საფუარებით ღვინის დამზადებას უკავშირდება. ბევრისგან მოვისმინე, რომ ქართული კომპანიები დიდწილად ერთსა და იმავე საფუარებს იყენებენ, რის გამოც სრულიად სხვადასხვა დასახელების ღვინოს თითქმის ერთნაირი გემო აქვს. კარგი გამოსავალი იქნებოდა ქართული ჯიშებიდან მშრალი კულტურული საფუარის დამზადება. მართალია, ამისთვის ძვირადღირებული ლაბორატორიის ამუშავებაა საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ, ქართულ ქარხნებში დამზადებულ რქაწითელს მართლაც რქაწითელის გემო ექნება, საფერავს - საფერავისა, მანავის მწვანეს - მანავის მწვანისა და ა.შ. ახლა კი ჩვენ ვსვამთ ქართული ჯიშებიდან დაწურულ ქარხნულ ღვინოებს, რომელსაც უცხოური ღვინოებისთვის შექმნილი საფუარები უდევს საფუძვლად.
ამ თემაზე დიდხანს ვეკამათე ყველაზე ახალგაზრდა მეღვინეს (თუ არ ვცდები), 28 წლის ლადო კუბლაშვილს, რომელმაც გამოფენა ტრიუმფით დაასრულა. კომპანია “ხარებაში” მის მიერ შექმნილი ორი ღვინო - “ციცქა” და “საფერავი” ოქროს მედლებით აღინიშნა. ეს ღვინოები ევროპული მშრალი საფუარებით არის დადუღებული. ლადო კუბლაშვილი და მისი თანამოაზრე მეღვინეები წარმოუდგენლად მიიჩნევენ დიდ ქარხნებში ღვინის წარმოებას კულტურული საფუარების გარეშე. თუმცა, ქართული ყურძნებიდან მშრალი საფუარების დამზადებას და გამოყენებას დიდ წარმოებაში მართლაც საუკეთესო გამოსავლად თვლიან.
მანამდე ჩვენ კარგად ვიყოთ!
დღესდღეობით ქართული ჯიშების ნამდვილ გემოს მხოლოდ ორგანულ და ბიოღვინოებში იპოვით. სამწუხაროდ, წელს “ელკანამ” კონკურსში თავისი წევრი მეღვინეების საუკეთესო ღვინოები არ წარადგინა, თორემ “თავადი მაყაშვილის მარანის” “რქაწითელი 2006” ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა “ვინოტერას” ქისს.
დაბოლოს, 2010 წელს საქართველო მსოფლიო ღვინის კონგრესს უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კიდევ უფრო დაკონკრეტებით გაიჟღერებს კითხვა: “რა არის ღვინო?!” იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დადგება დრო, როცა ქართული მეღვინეობა ამ კითხვას საუკეთესო პასუხს გასცემს და ქართულ ღვინოსაც აღარავინ შეხედავს ეჭვის თვალით.






ქართული ვაზი, ქართული ღვინო

გიორგი ლეონიძე
ეს პატარა სტატია გიორგი ლეონიძემ 1962 წლის 13 სექტემბერს გამოაქვეყნა “სოფლის ცხოვრებაში”. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, საქართველო “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესს” მასპინძლობდა.
ქართული ვაზი, ქართული ღვინო!
არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი!
ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში! ალბათ, ჩვენიდან არის ვაზი საერთოდ წასული და "ღვინო" ქართული სიტყვა უნდა იყოს გადასული სხვა ენებში.
ქართველი ხალხის რწმენით, ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა უწინარეს ყოვლისა:
"დედავაზები აკურთხა,
ბალახს დასდო თავის
ფერი".

ჩვენი ვაზის ნაყოფიერებით ჯერ კიდევ ლეგენდარული არგონავტები გაჰკვირდნენ. სულ ახლა, გასულ საუკუნეში უნახავთ ჩვენში ძველი ვაზები, რომელსაც ორი კაცი ძლივს შემოაწვდენდა მკლავს. მე თვითონ მინახავს ერთი ვაზიდან გათლილი ვეება კარი!
ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭინახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.
გარემომდგომი მტერი – თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, – როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, – მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასდროს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია, – "ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო". აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა!
ქართველ კაცს არც შეეძლო ცხოვრება უვაზოდ. მისი ეკონომიური მნიშვნელობა დიდი იყო და არის დღესაც. ქართველი ერი ღვინით იშორებდა დამპყრობელთა მიერ დადებულ მძიმე ხარკს. სპარსეთსა და ოსმალეთს საუკუნეების განმავლობაში მუქთად გაჰქონდათ ქართული ღვინო!
"ღვინო ქართველი კაცის ხმალია"-ო, იტყოდნენ ძველად და მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია! თამადა ხომ მხოლოდ ქართული სუფრის ატრიბუტი იყო. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია, რომ სუფრაზე არ იყოს უწესრიგობა და ღვინის მსმელმა უსიამოვნო რამ არ ჩაიდინოს. თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი, ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა ნადიმი!
ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, "შვილიდარს" ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება? ამიტომაც არის, რომ იგი შვილივით იფიცავს ვენახს. "ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი", "ისე შემეწიოს ვაზის დედა"!
ქართველი კაცი გამალებით აშენებდა ვაზს, სადაც კი შესაძლო იყო. დღესაც მიუვალ ტყეებში შეხვდებით გაველურებულ, გაგარეულებულ ვაზს – კრიკინას. ეს იმის ნიშანია, რომ აქ ოდესღაც მოსახლეობა ყოფილა. თვით მე-19 საუკუნის დასაწყისში, თბილისის ნახევარი ვენახებს ეჭირა: დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი ხომ ერთ გაბმულ ზვარს წარმოადგენდა ძველ საუკუნეებში! თელავს და გორს კაცი ვერ გაარჩევდა – ვენახი იყო თუ ქალაქი!
მეტად დიდია ჩვენს დროში ზრუნვა ქართულ ვაზზე. რამდენი ხრიოკი გავენახიანდა! რამდენი ნატრამალევი, გამოხუნებული მიდამოები გაიჭედა ვაზით!
რამდენი ძველებური ჯიში ისევ აღვადგინეთ. გაიხსენეთ აჭარა, მესხეთი, ქვემო ქართლი! გურიაში თითქმის გადავიწყებული იყო "ჩხავერი", მართლაც, გამზრდელი ოქრო! მაგრამ მაინც ჩამორჩენილები ვართ. მრავალი სავენახე ადგილი ჯერ კიდევ უჭირავს ჯაგსა და ძეძვნარს.
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტგამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
მეთერთმეტე საუკუნის ქართველმა პოეტმა უმშვენიერესი ქალწული აყვავებულ ვენახს შეადარა:
შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული!

რა შეედრება მზეთვალა რქაწითელს! დამკრახულ საფერავს! რა საამოა მტევანდაგრაგნილი ვაზი, ოქროფურცელა ყურძენი!
ვის ბრმობას თან არა ჰხლებია, ჩხა და აკიდო!
მართლაც, რა გვაქვს ვაზის ანადარი?
"ყურძენში თვალი შევიდა!" – რა ამაყად, რა ღიმილით იტყვის სახემზიანი ქართველი, რომელსაც ამდენი ამაგი და კეთილმზრუნველობა გამოუჩენია ვაზისადმი!
და როცა საწნახლის პირად დადგება და სამაჭრე ღარის ჩქეფას უყურებს, მაშინ აღარც ერთი ნაოჭი აღარ ემჩნევა სახეზე!
ვენახი დიდი მეჯილდოვეა!
ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლევი ქართველი კაცისათვის ერთია!
მოყვარესაც და მტერსაც ღვინით გაუძღვება იგი, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ღვინით შეეგებება! მაგრამ მთავარი ღირსება მხიარული მასპინძლისა თუ თამადისა ის იყო ძველად, რომ დაცემული მოძმე გაემხნევებინა:
ჯამს იქით მხარეს წაიღებს,
სადაც ბეჩავი ზისაო!

ქართველი კაცი, როდესაც იგი ღვინით უმასპინძლდება მეგობარს, უსურვებს ტკბილ ძმობას, დღეგრძელობას, სიხარულს, ხოლო ქვეყნიერებას – კეთილდღეობას, მშვიდობას!
მეც, როგორც რიგითი ქართველი კაცი, ვიღებ ხელში საფერავით სავსე ჯამს და ვადღეგრძელებ დღევანდელი კონგრესის მონაწილეთ – ნახეთ, იგემეთ ჩვენი ისტორიული მიწის წვენი, ჩვენი სისხლითა და ოფლით მონაპოვარი ქართული ღვინო, ჯანში შეგერგოთ, ტკბილი სიტყვა გათქმევინოთ ძმობისა და მშვიდობისათვის! დაე, ჩვენი ღვინის მადლით დალოცვილიყოს ხალხთა ძმობა, ბედნიერება და მზეგრძელობა!
დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი!

 

 

 

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის რე­პუ­ტა­ცია ამაღ­ლ­და


2011 წელს ექ­ს­პორ­ტი 38 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და
24 საათი 07.02.12
2011 წელს ექ­ს­პორ­ტი 38 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და
სა­ქარ­თ­ვე­ლომ ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2011 წელს 38 პრო­ცენ­ტით გა­ზარ­და. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ წელს ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი­დან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა ჯამ­ში 54 მლნ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2011 წელს, 2010-თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 5 მლნ ლიტ­რით მე­ტი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
"ექ­ს­პორ­ტის ზრდას, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ, რად­გან მა­თი მხრი­დან ამ სფე­როს მცდე­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ აკ­ლია. თუმ­ცა, მე­ო­რეს მხრივ, ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტ­ში ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბი არ ჩარ­თუ­ლან და ღვი­ნის გა­ტა­ნა იმა­ვე ქარ­ხ­ნე­ბი­დან მოხ­და ანუ ღვი­ნის ძველ­მა ქარ­ხ­ნებ­მა გა­ყიდ­ვე­ბი გა­ზარ­დეს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ყიდ­ვებ­ში მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, რად­გან ეს მათ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს შე­უწყობს. ახ­ლა კი სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ტენ­ცი­ა­ლი, ჩვენ­და­უ­ნე­ბუ­რად, ღვი­ნის ოთხი ქარ­ხ­ნის მე­პატ­რო­ნეს ემ­სა­ხუ­რე­ბა," - ამ­ბობს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტი გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ქარ­ხ­ნე­ბის და­კონ­კ­რე­ტე­ბის­გან თავს იკა­ვებს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და, ამ მხრივ ხარ­ვე­ზე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტი აცხა­დებს: "ჩვენ ჯერ "შიგ­ნით" უნ­და მო­ვი­წეს­რი­გოთ და ავი­მაღ­ლოთ კულ­ტუ­რა. არ დავ­მა­ლავ, ღვი­ნის ქარ­ხ­ნებ­ში "ვა­ქი­რუ­ლა" დღე­საც შე­დის, მაგ­რამ ეს ღვი­ნის არც ერთ ბოთ­ლ­ზე არაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ქარ­ხა­ნა არც მთლად "უშაქ­რო­ბას" უჩი­ვის და ვერც ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნის დო­ნით და­იკ­ვეხ­ნის. თუმ­ცა მა­ინც ბევ­რი კეთ­დე­ბა. ერთ რა­მედ ღირ­და, მა­გა­ლი­თად, შარ­შან­დე­ლი "ქვევ­რის ღვი­ნის სიმ­პო­ზი­უ­მი", რო­მე­ლიც ალა­ვერ­დ­ში ჩა­ტარ­და. ამ­გ­ვა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩვენს პოს­ტ­კო­მუ­ნის­ტურ, შერ­ყე­ულ რე­პუ­ტა­ცი­ას ნამ­დ­ვი­ლად აამაღ­ლებს მსოფ­ლი­ო­ში. და ბო­ლოს, ჩვენ­ში, რო­გორც ტუ­რის­ტულ ქვე­ყა­ნა­ში, რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე ბევ­რი ოჯა­ხუ­რი მცი­რე მა­რა­ნი უნ­და არ­სე­ბობ­დეს, სა­დაც ღვი­ნოს ქვევ­რებ­ში, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი­დან და­ა­ყე­ნე­ბენ. აი, ამა­ში უდა და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მ­წი­ფო მო­სახ­ლე­ო­ბას და არა ყურ­ძ­ნის გა­ყიდ­ვა­ში, რი­თიც საქ­მე უკან მი­დის, მძი­მე სი­ტუ­ა­ცია კი მხო­ლოდ "ინიღ­ბე­ბა" და არ "შუშ­დე­ბა."
ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ქვეყ­ნი­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს ორ­გა­ნი­ზე­ბით 2011 წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა: Prowein (დი­უ­სელ­დორ­ფი), International Wines and Spirits Fair (ლონ­დო­ნი), Niagara Food& Wine Expo (კა­ნა­და), China- Eurasia Expo (ურუმ­ქი, ჩი­ნე­თი), WinExpo Ukraine (კი­ე­ვი), Toronto Food and Wine Expo (კა­ნა­და). ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ე­ბი ლიტ­ვა­ში და პო­ლო­ნეთ­ში, სა­დაც, სხვა პრო­დუქ­ცი­ას­თან ერ­თად, მეტ­წი­ლად ღვი­ნო და ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, იტა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცია-დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტარ­და ქვევ­რის ღვი­ნის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ღვი­ნის უამ­რავ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო და ჩვე­ნი მეღ­ვი­ნე­ო­ბის რე­ა­ლო­ბას გა­ეც­ნო. "ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტის 38-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და, თა­ვის­თა­ვად, ძალ­ზედ პო­ზი­ტი­უ­რი. ამ­გ­ვა­რი ზრდა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, კერ­ძოდ: აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი აქ­ტი­უ­რო­ბას თვით მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­ტა­რე­ბულ რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის დარ­გის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და ვი­დე­ორ­გო­ლებს ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ, ღვი­ნის იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ზიტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სხვა," - გა­ნუცხა­და "24 სა­ათს" სა­ქარ­თ­ვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ია ჯა­ნა­ში­ამ.
ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ექ­ს­პორ­ტო ათე­ულ­ში უკ­რა­ი­ნა ლი­დე­რობს, სა­დაც გა­სულ წელს 8211,9 ათა­სი ლიტ­რი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მე­ო­რე ად­გილ­ზეა ყა­ზა­ხე­თი - 2229,7 ათა­სი ლიტ­რი; მე­სა­მე­ზე ბე­ლა­რუ­სი - 2038,3 ათა­სი ლიტ­რი; შემ­დეგ მო­დის პო­ლო­ნე­თი - 652,1 ათა­სი ლიტ­რი; აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 584,0 ათა­სი ლიტ­რი; ლატ­ვია - 551,0 ათა­სი ლიტ­რი; ლიტ­ვა - 506,7 ათა­სი ლიტ­რი; ჩი­ნე­თი - 451,6 ათა­სი ლიტ­რი; აშშ - 261,1 ათა­სი ლიტ­რი; ეს­ტო­ნე­თი - 230,8 ათა­სი ლიტ­რი და ა.შ. გა­სულ წელს ჯამ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 16 822,1 ათა­სი ლიტ­რი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ ღვი­ნოს, 2011 წელს ქვე­ყა­ნა­ში სულ 134.2 ათა­სი ტო­ნა ყურ­ძ­ნის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ღვი­ნის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. აქე­დან ყვე­ლა­ზე დი­დი ოდე­ნო­ბის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო ყა­ზა­ხე­თი­დან შე­მო­ვი­და. ყა­ზა­ხუ­რი ღვი­ნის წი­ლი იმ­პორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 34,5%-ია, შემ­დეგ მო­დის უკ­რა­ი­ნა - 13.4%; რუ­სე­თი - 12.4%; იტა­ლია - 8,9%; სომ­ხე­თი - 8,6; თურ­ქე­თი - 8,6; პო­ლო­ნე­თი - 5.3; საფ­რან­გე­თი - 4.3; ნი­დერ­ლან­დე­ბი - 2.7 და ა.შ.
ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ექ­ს­პორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლი ბევ­რად უფ­რო დი­დია, ვიდ­რე დღეს ვი­ყე­ნებთ. სა­ექ­ს­პორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის აუთ­ვი­სებ­ლო­ბის მი­ზე­ზად მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის ექ­ს­პერ­ტი გი­ორ­გი ბა­რი­საშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს: "არა­თუ მხო­ლოდ ექ­ს­პორ­ტი­ო­რებს, არა­მედ ქარ­თულ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას დღეს რაც აკ­ლია, ესაა "მარ­თე­ბუ­ლი ხედ­ვა, ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია და მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი". ვფიქ­რობ, ამით ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, თუმ­ცა არ ვამ­ბობ, რომ ეს მხო­ლოდ სხვი­სი ბრა­ლია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ავ­სა და კარ­გ­ში მხო­ლოდ ჩვე­ნი წი­ლია."
გა­სულ წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ახალ სა­ექ­ს­პორ­ტო ბაზ­რებ­ზე გა­ვი­და. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ია ჯა­ნა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, 2011 წელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და ეგ­ვიპ­ტე­ში, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, ერაყ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, კოს­ტა რი­კა­ში და იორ­და­ნი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა 2012 წლის გეგ­მებს, "მიმ­დი­ნა­რე წელს ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით არ­სე­ბულ ბაზ­რებ­ზე ექ­ს­პორ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა და­გეგ­მი­ლი 6 პრი­ო­რი­ტე­ტულ ბა­ზარ­ზე, რომ­ლე­ბიც კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ასე­ვე მოხ­დე­ბა ახა­ლი ბაზ­რე­ბის შეს­წავ­ლა და შეს­ვ­ლა. ვა­პი­რებთ, სტრა­ტე­გი­ულ და ახალ ბაზ­რებ­ზე მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რა­თა ჩვე­ნი ექ­ს­პორ­ტის ზრდას უფ­რო სის­ტე­მუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი გეგ­მე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დავ­სა­ხოთ. ჩვენ ხელს შე­ვუწყობთ, რომ ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში და სა­დე­გუს­ტა­ციო კონ­კურ­სებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ასე­ვე მათ და­ვეხ­მა­რე­ბით, რომ პრი­ო­რი­ტე­ტულ ბაზ­რებ­ზე ტრა­ი­დე­რებ­თან, დის­ტ­რი­ბუ­ტო­რებ­თან, მა­ღა­ზი­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლებ­თან, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და გაც­ნო­ბის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შ­რომ­ლონ. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვენ ნი­მუ­შე­ბი წარ­ვად­გი­ნეთ გერ­მა­ნი­ა­ში - დი­უ­სელ­დორ­ფის და მოლ­დო­ვა­ში - კი­ში­ნი­ო­ვის კონ­კურ­სებ­ზე და ვე­ლით შე­დე­გებს. მომ­ზად­დე­ბა სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლე­ბი ბრო­შუ­რე­ბის, კა­ტა­ლო­გე­ბის სა­ხით და მოხ­დე­ბა უფ­რო მე­ტი პუბ­ლი­კა­ცი­ის გა­კე­თე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში. მო­ვიწ­ვევთ და ღვი­ნის ტუ­რებს ჩა­ვუ­ტა­რებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსოფ­ლიო დო­ნის ღვი­ნის ექ­ს­პერ­ტებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, თრე­ი­დე­რებს და მყიდ­ვე­ლებს," - ამ­ბოს ია ჯა­ნა­შია.
ყვა­რელ­ში, სო­ფელ ქინ­ძ­მა­რა­ულ­ში 2000 წელს ღვი­ნის კომ­პა­ნია " ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის მარ­ნის " ის­ტო­რია და­იწყო. კომ­პა­ნია 500 ჰექ­ტ­რამ­დე მი­წას ფლობს, სა­ი­და­ნაც 435 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხის­თ­ვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 40 ჰექ­ტა­რი კი - კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და ქარ­ხ­ნი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი.
"ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის მა­რა­ნი" დღე­ი­სათ­ვის 22 სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოს აწარ­მო­ებს და პრო­დუქ­ცია ექ­ს­პორ­ტ­ზე წლე­ბია გა­აქვს. 2009 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2010 წელს კომ­პა­ნი­ამ ექ­ს­პორ­ტი 25 პრო­ცენ­ტით გა­ზარ­და, გა­სულ წელს კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბეს­და და ახალ სა­ექ­ს­პორ­ტო ბაზ­რებ­ზეც გა­ვი­და. დღე­ი­სათ­ვის კომ­პა­ნია ღვი­ნის ექ­ს­პორტს 12 ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს. "გა­სულ წელს ექ­ს­პორ­ტი 38-40 პრო­ცენ­ტით გავ­ზარ­დეთ. ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია გა­დის უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბე­ლო­რუს­ში, პო­ლო­ნეთ­ში, თურ­ქეთ­ში, აშშ-ში და ა.შ. გა­სულ წელს ჩვენ შე­ვე­დით ჩი­ნე­თის ბა­ზარ­ზე, სა­დაც 80 ათა­სი ბოთ­ლი ღვი­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ პირ­ვე­ლი წე­ლი იყო, ეს კარ­გი შე­დე­გია. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია ლატ­ვი­ა­ში, ლიტ­ვა­სა და ეს­ტო­ნეთ­შიც შე­ვი­ტა­ნეთ. ექ­ს­პორ­ტ­ზე გა­ტა­ნი­ლი ღვი­ნო­ე­ბის 70 პრო­ცენ­ტი წი­თე­ლი ღვი­ნოა," - გვითხ­რა ღვი­ნის კომ­პა­ნია "ქინ­ძ­მა­რა­უ­ლის მარ­ნის" დი­რექ­ტორ­მა დი­მიტ­რი ლე­ბა­ნი­ძემ.
ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მო­მა­ვალ წლებ­ში ქარ­თულ ღვი­ნო­ზე მოთხოვ­ნა კი­დევ უფ­რო მო­ი­მა­ტებს, რად­გა­ნაც მი­სი ცნო­ბა­დო­ბა მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით სწრა­ფი ტემ­პით იზ­რ­დე­ბა... გა­სულ წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ექ­ს­პორ­ტ­ზე 19 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ბოთ­ლი ღვი­ნო გა­ვი­და. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2012 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ღვი­ნის ექ­ს­პორ­ტი 21 მი­ლი­ონ ბოთლს გა­და­ა­ჭარ­ბებს.