ქართული ღვინო
Wednesday, June 26, 2013
Tuesday, June 25, 2013
კახეთი
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი,ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულიამდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა),ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
კახეთში ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3500-42000–ს შორის მერყეობს, ატმოსფერული ნალექების ჟამი400-800 მმ ფარგლებში, მზის ნათების ხანგრძივობა კი 2000-2200 საათს შეადგენს.
კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანი სუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი დასადესერტო ღვინოების წარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის,გურჟაანის, მანავის და სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის: რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვაჟიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჟიშური არომატის მქონე ღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზისჯიშის საფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვა მიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის აგდილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნისმიკროზონებში. აქაური მიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის და მჟავების დაგროვების უნარი განაპირობებსამ ღვინოებისათვის დამახასიათებელ ჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურ თვისებებს.
კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებულიტიპებისაგან. იგი ერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლურინაერთების და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჟიშური არომატითა და გემოთი; და რაც მთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარიაადამიანის ჟანმრთელობისათვის სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
ღვინის-კონიაკის კომპანია ”ალავერდი”მდებარეობს კახეთში, გურჯაანის რაიონის, საქართველოს განთქმული ღვინისმწარმოებელ ზონაში. ღვინის ქარხანა აშენებულია 2001წელს, სოფელ ჩუმლაყში. ამჟამად კომპანია აწარმოებს ღვინოს, კონიაკის სპირტისა და კონიაკს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობა- დანადგარებით.
კომპანია აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: თეთრი მშრალი ღვინოები:”კახეთი”, ”წინანდალი”, ”გურჯაანი”, ”ვაზისუბანი’. წითელი მშრალი ღვინოები: ”საფერავი”, ”ალადასტური ქართული”, ”ნაფარეული”, ”მუკუზანი”, ’ყვარელი”, ”ფიროსმანი”. წითელი ნახევრადტკბილი ღვინოები: ”ახაშენი”, ”ალაზნის ველი”, ”შირაქის ველი”, ”ქინძმარაული”, ”ოჯალეში”, ”ოცნება”, ”ხვანჭკარა”, ”დედოფალი”, ”სანატრელი”
”მანავის ღვინის მარანი”
ღვინის კომპანია მდებარეობს საგარეჯოს რაიონიში, რომელიც ფლობს 10ჰექტარ ფარტობს, სადაც გაშენებულია საფერავი.ქარხანა შეიქმნა 2001წელს.
2003 წელს კომპანია აღიჭურვა იტალიური დაბნადგარებით და დაიწყო და დაიწყო მარალი ხარისხის წიტელი ღვინის წარმება ”DELLA TOFFOLA".
2004 წელს ჩამოასხა პირველი 9 დასახელების P-კლასის ღვინოები:”ქინძმარაული”, ”საფერავი”, ”ალაზნის ველი(წითელი)’,”მანავი წითელი”, ”მანავი თეთერი”, ”ალაზნის ველი(თეთრი)’, ”წითელი კახური”.
კომპანია აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: ”საფერავი”, ”ქინძმარაული”, ” გურჯაანი”, ”ხვანჩკარა”, ”მუკუზანი”, ” წინანდალი”, ”ვაზისუბანი”, ”მანავი წითელი”, ’მანავი”, ”კახური რქაწითელი”, ”ალაზნის ველი(წითელი)”, ”ალაზნის ველი”.
შ.პ.ს. "კახური"
ღვინოს კომპანია შ.პ.ს. "კახური" მდებარეობს ქალაქ თელავში, რომელიც დაარსდა 2000-2002წლებში. ღვინის ქარხანას უკავია 2ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მთლიანად აღჭურვილია ევროპული დანადგარებით. ასევე ამ კომპანიას გააჩნია სრულიად აღჭურვილი ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლისათვის. კომპანია"კახური" ძირითადად აწარმოებს ორი ტიპის პროდუქციას: "ღვინო ტიკებში"(Bag-in-box) და "ღვინო ბოთლებში".
"ღვინო ბოთლებში": მუკუზანი(წითელი მშრავი ღვინო. 2005), ქინძმარაული(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2005), საფერავი(წითელი მშრალი ღვინო. 2008), ხვანჭკარა(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2005), ნაფარეული(წითელი მშრალი ღვინო. 2008), წინანდალი(თეთრი მშრალი ღვინო. 2007), თელავი(თეთრი მშრალი ღვინო. 2008), ნაფარეული(თეთრი მშრალი ღვინო. 2008, შარდონე(თეთრი მშრალი ღვინო. 2008), ალაზნის ველი(თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო. 2008), ახაშენი( წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.2005), თელავი(წითელი მშრალი. 2008), ალაზნის ველი(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2008), კაბერნე(წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. 2008), ფიროსმანი(წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. 2008).
"ღვინის კომპანია შუმი"
ღვინის კომპანია " შუმი" ერთ-ერთი ლიდერია ელიტარული ღვინოების მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომანია დაფიძნებულია ქ. თელავში 2001წელს.
კომპანიის მიზანია მაღალხარისხიანი ღვინის და ბრენდების წარმოება, მათი პოპულარიზაცია და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
დღესდღეისობით "შუმი"-ს საკუთრებაში არის 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ის გაშენებულია ისტორიულად ჩამოყალიბებულ მევენახეობა-მეღვინეობის უნიკალურ ეთნო-გეოგრაფიულ ზონებში. ესენია: წინანდალი, ნაფარეული, ქინძმარაული, ყვარელი, ახმეტა, მუკუზანი, გურჯაანი, ახაშენი.
შუმის პროდუქცია: ''წითელი ღვინოები'': საფერავი, შუმი, მუკუზანი, იბერიული, ქინძმარაული, ხვანჩკარა, ბიო საფერავი, ალაზნის ველი.
''თეთრი ღვინოები": წინანდალი, შუმი, იბერიული, ალაზნის ველი.
''ქინძმარაულის მარანი"
''ქინძმარაულის მარანი'' მდებარეოს კახეთში, კერძოდ კი კავკასიონის მთების ძირში ალაზნის ველზე. ეს ადგილი გამოირჩევა განასკუთრებული ბენებრივი და კლიმატური პირობებით. კომპანია დაარსდა 2000წელს.
ყვარელში მდებარეობს კომპანიის საბაზისო მიკროზონა. ამჟამად ''ქინძმარაულის მარანი'' ფლობს 500ჰექტარ მიწას კახეთში, საიდანაც 435ჰექტარი გამოყოფილია ვენახებისთვის, ხოლო 40 ჰექტარი კი განკუთვნილია კომუნიკაციებისთვის და ქარხნისთვის.
2003წელს კომპანიამ დაიწყო ქარხნის მშენებლობა და დაასრულა 2005 წელს. ქარხანა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. ასევე ქარხანაში არის თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მოწმდება ღვინის ხარისხი.
ამჟამად "ქინძმარაულის მარნის' ასორტიმენტში შედის 22მარკის მარალხარისხიანი ღვინო, რომლიდანაც სამი-წითელი მშრალი "კახური სამეფო', თეთრი მშრალი "კახური სამეფო" და წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოებია.
"ქინძმარაულის მარნის'' პროდუქცია: რქაწითელი მწვანე, მწვანე, წინანდალი, კახური სამეფო, ხიხვი, ქისი, მუსკატი ვარდისფერი მშრალი, ფიროსმანი თეთრი, მუსკატი ვარდისფერი ნახევრად მშრალი, კახური, ალაზანი თეთრი, ალაზანი, ყვარელი, ფიროსმანი, მუკუზანი, საფერავი კაბერნე, საფერავი მუხის, ქინძმარაული ორიგინალი, ხვანჩკარა, კახური სამეფო, გავა
”მანავის ღვინის მარანი”
ღვინის კომპანია მდებარეობს საგარეჯოს რაიონიში, რომელიც ფლობს 10ჰექტარ ფარტობს, სადაც გაშენებულია საფერავი.ქარხანა შეიქმნა 2001წელს.
2003 წელს კომპანია აღიჭურვა იტალიური დაბნადგარებით და დაიწყო და დაიწყო მარალი ხარისხის წიტელი ღვინის წარმება ”DELLA TOFFOLA".
2004 წელს ჩამოასხა პირველი 9 დასახელების P-კლასის ღვინოები:”ქინძმარაული”, ”საფერავი”, ”ალაზნის ველი(წითელი)’,”მანავი წითელი”, ”მანავი თეთერი”, ”ალაზნის ველი(თეთრი)’, ”წითელი კახური”.
კომპანია აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: ”საფერავი”, ”ქინძმარაული”, ” გურჯაანი”, ”ხვანჩკარა”, ”მუკუზანი”, ” წინანდალი”, ”ვაზისუბანი”, ”მანავი წითელი”, ’მანავი”, ”კახური რქაწითელი”, ”ალაზნის ველი(წითელი)”, ”ალაზნის ველი”.
შ.პ.ს. "კახური"
ღვინოს კომპანია შ.პ.ს. "კახური" მდებარეობს ქალაქ თელავში, რომელიც დაარსდა 2000-2002წლებში. ღვინის ქარხანას უკავია 2ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მთლიანად აღჭურვილია ევროპული დანადგარებით. ასევე ამ კომპანიას გააჩნია სრულიად აღჭურვილი ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლისათვის. კომპანია"კახური" ძირითადად აწარმოებს ორი ტიპის პროდუქციას: "ღვინო ტიკებში"(Bag-in-box) და "ღვინო ბოთლებში".
"ღვინო ბოთლებში": მუკუზანი(წითელი მშრავი ღვინო. 2005), ქინძმარაული(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2005), საფერავი(წითელი მშრალი ღვინო. 2008), ხვანჭკარა(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2005), ნაფარეული(წითელი მშრალი ღვინო. 2008), წინანდალი(თეთრი მშრალი ღვინო. 2007), თელავი(თეთრი მშრალი ღვინო. 2008), ნაფარეული(თეთრი მშრალი ღვინო. 2008, შარდონე(თეთრი მშრალი ღვინო. 2008), ალაზნის ველი(თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო. 2008), ახაშენი( წითელი ნახევრადტკბილი ღვინო.2005), თელავი(წითელი მშრალი. 2008), ალაზნის ველი(წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. 2008), კაბერნე(წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. 2008), ფიროსმანი(წითელი ნახევრადმშრალი ღვინო. 2008).
"ღვინის კომპანია შუმი"
ღვინის კომპანია " შუმი" ერთ-ერთი ლიდერია ელიტარული ღვინოების მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომანია დაფიძნებულია ქ. თელავში 2001წელს.
კომპანიის მიზანია მაღალხარისხიანი ღვინის და ბრენდების წარმოება, მათი პოპულარიზაცია და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
დღესდღეისობით "შუმი"-ს საკუთრებაში არის 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ის გაშენებულია ისტორიულად ჩამოყალიბებულ მევენახეობა-მეღვინეობის უნიკალურ ეთნო-გეოგრაფიულ ზონებში. ესენია: წინანდალი, ნაფარეული, ქინძმარაული, ყვარელი, ახმეტა, მუკუზანი, გურჯაანი, ახაშენი.
შუმის პროდუქცია: ''წითელი ღვინოები'': საფერავი, შუმი, მუკუზანი, იბერიული, ქინძმარაული, ხვანჩკარა, ბიო საფერავი, ალაზნის ველი.
''თეთრი ღვინოები": წინანდალი, შუმი, იბერიული, ალაზნის ველი.
''ქინძმარაულის მარანი"
''ქინძმარაულის მარანი'' მდებარეოს კახეთში, კერძოდ კი კავკასიონის მთების ძირში ალაზნის ველზე. ეს ადგილი გამოირჩევა განასკუთრებული ბენებრივი და კლიმატური პირობებით. კომპანია დაარსდა 2000წელს.
ყვარელში მდებარეობს კომპანიის საბაზისო მიკროზონა. ამჟამად ''ქინძმარაულის მარანი'' ფლობს 500ჰექტარ მიწას კახეთში, საიდანაც 435ჰექტარი გამოყოფილია ვენახებისთვის, ხოლო 40 ჰექტარი კი განკუთვნილია კომუნიკაციებისთვის და ქარხნისთვის.
2003წელს კომპანიამ დაიწყო ქარხნის მშენებლობა და დაასრულა 2005 წელს. ქარხანა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. ასევე ქარხანაში არის თანამედროვე ლაბორატორია, სადაც მოწმდება ღვინის ხარისხი.
ამჟამად "ქინძმარაულის მარნის' ასორტიმენტში შედის 22მარკის მარალხარისხიანი ღვინო, რომლიდანაც სამი-წითელი მშრალი "კახური სამეფო', თეთრი მშრალი "კახური სამეფო" და წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოებია.
"ქინძმარაულის მარნის'' პროდუქცია: რქაწითელი მწვანე, მწვანე, წინანდალი, კახური სამეფო, ხიხვი, ქისი, მუსკატი ვარდისფერი მშრალი, ფიროსმანი თეთრი, მუსკატი ვარდისფერი ნახევრად მშრალი, კახური, ალაზანი თეთრი, ალაზანი, ყვარელი, ფიროსმანი, მუკუზანი, საფერავი კაბერნე, საფერავი მუხის, ქინძმარაული ორიგინალი, ხვანჩკარა, კახური სამეფო, გავა
Wednesday, March 27, 2013
Tuesday, May 15, 2012
Friday, April 27, 2012
მარანი
სადაა "ღვინის აკვანი"?
გამოქვეყნებულია: 30 იანვარი, 2009 - 00:56
ოლეგ გოლიაძე
პლატონის ცნობილ ხატოვან გამონათქვამს –
"ვაზი ყოველთვის ხარობდა" – ზოგჯერ, არცთუ
გულუბრყვილოდ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეს –
"და ყველგან" – უმატებენ... ამგვარ,
"უნებლიე" სახეცვლილებას ამართლებენ ბიბლიური წყაროებით, ლეგენდებით,
მითებით, გადმოცემებით... სინამდვილეში კი პლატონის სიტყვების გავრცობას
მხოლოდ ერთადერთი, მიზანმიმართული, გააზრებული ახსნა ეძებნება: რაც
შეიძლება მეტად გაფართოვდეს კულტურული ვაზის არსებობის არეალი და ამით
დაიჩრდილოს თავდაპირველი, ან უკეთ, ყველაზე მეტად საგულვებელი სამკვიდრო
ვაზისა...
სად უნდა ვეძიოთ ვაზისა და ღვინის სამშობლო?
ჩვენს მეზობლებს რკინისებური არგუმენტი აქვთ: კულტურული მევენახეობა,
ისტორია ღვინისა იწყება ბიბლიური პატრიარქის, ნოეს მიერ არარატის მთის
კალთებზე გაშენებული ვენახისთანავე... რა გინდა, რით უნდა დაუპირისპირდე ამ
ბიბლიურ წყაროს?!.
მეცნიერთა და სპეციალისტთა (მსოფლიო დონის) ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ
საკუთრივ ქართული სიტყვა-ცნება "ღვინო"-საგან მომდინარეობს ფრანგული "Vin", ინგლისური "Wine",
რუსული "Вино", გერმანული "Wein"... უნდა
ითქვას, ამის ხელაღებით აქსიომად გამოცხადება ართუ იოლია, მაგრამ ენდემური
ჩამომავლობა უძველესი ჯიშის ქართული ვაზისა (მათი რაოდენობა კი ხუთასს
აჭარბებს) ამ თეორიას ერთობ სარწმუნოდ აქცევს. ამ უცილობელ ფაქტს კიდევ
უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს იმგვარი ისტორიული და ლიტერატურული
წყაროები, როგორებიცაა – ჰომეროსი,
აპოლონიოს როდოსელი, ქსენოფონტე, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი და სხვ.
ავტორიტეტულ ავტორთა რწმუნებანი, ეჭვგარეშეა, იძლევა იმის სერიოზულ
საფუძველს, რომ ვამტკიცოთ – საკუთრივ
საქართველოა წინარესამშობლო კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობისა.
მაგრამ მსგავსი ისტორიულ-ლიტერატურული, მითოლოგიური, არქეოლოგიური
რწმუნებანი იხილვება არაერთ ქვეყანაშიც (ეგვიპტე, რომის იმპერია,
საბერძნეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები... სომხეთშიც, ცხადია).
ქართველებს ხელეწიფებათ, ამტკიცონ, ყოველმხრივ დაასაბუთონ, რომ
ძველქართული საწესო-სასულიერო სიმღერები, თავიანთი ყოველგვარი კომპონენტით
მხოლოდ ქართულია, ამ სიმღერების ერთადერთი მშობელი ქართველია და ვერც
ვერავინ გვედავება...
ვაზი და ღვინო?
რა ვქნათ?!. ვით დავარწმუნოთ, ვთქვათ, მეზობელი სომხები, რომ ვაზი და
ღვინო ჩვენში გაცილებით ადრე იყო კულტივირებული? ვაზის საგალობლები
ვუმღეროთ? მათაც რომ შემოგიმღერონ, მერე რს შვრები?!. ახლა შუამდინარეთი,
საბერძნეთი, რომი, ესპანეთი...
თუ მოჰყევი რაიმეს მტკიცებას, ადგება ოპონენტი და სულ მარტივ
შეკითხვას დაგისვამს: – "იცნობ თუ არა მე-20
საუკუნის 1-ლი ნახევრის გერმანელი მეცნიერის, კულტურათა ისტორიკოსის
ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმის ენციკლოპედიურ ნაშრომს "ყველა კეთილი
სული!? (რემარკა მკითხველისათვის: ზემონახსენებ წიგნში ყველაფერია
მოთხრობილი ვაზზე, ღვინოზე... ზუსტად ისეა, პიტსბურგში რომ ერთ
სუპერმარკეტს აწერია: "თქვენ თუ არ იცით, რა გნებავთ, შემობრძანდით,
ჩვენთან ყველაფერს შეიძენთ"). დადებით პასუხზე ყოვლისმცოდნე ოპონენტისაგან
ისევ კითხვას უნდა ელოდო: მერე და სადაა იქ საქართველო?... რა გინდა
უპასუხო? – თითქმის ისეა საქმე, გალაკტიონს
რომ აქვს ნათქვამი: "ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის..."
არადა, არის!..
ფონ ალექსანდერის წიგნი უნიკალური ნაშრომია ყოველმხრივ, ესეისტის
ხელით ნაქარგი, ისტორიული მასალა, ფაქტები, მითოლოგია, თქმულებანი,
ლექსები, ნახატები, გრავიურები, სუფრული პოეზია მირიადი ხალხისა,
ალკოჰოლური სასმელების დაყენების წესები... და არცერთი სიტყვა
საქართველოზე!
ვატყობ, სხვაგან გამექცა კალამი... ერთი აბზაციც!..
და მაინც – კითხულობ, სწავლობ ფონ
ალექსანდერის წიგნს!.. გრძნობ რაღაც უთქმელით და უხილავით, რომ არის
ნაშრომში ისეთი რამ, რაც გულისტკივილს ფარავს... ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ,
იობის მოთმინებით ითავისებ და როდის-როდის გინათდება უკმარისობით დაბინდული
გონება: წიგნში არაფერია საქართველოს ვაზ-ვენახსა და ქართულ ღვინოზე,
მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერია შესახებ იმისა, რომ ზოგჯერ თვალნათლივ,
ხშირად მინიშნებით, უმეტესად სტრიქონებს შუა არგუმენტირებულად (თვით
ავტორისავე მიერ!) იხილვება ქართველთათვის ფრიად სარგებლიანი ფონი: არც
ერთი ზემონახსენები ქვეყანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვაზისა და ღვინის
წინარესამშობლოდ! მკითხველს ვაფრთხილებ: ალექსანდრ ფონ გლიაიხენ-რუსვურმი
არსად არ წერს, რომ საბერძნეთი, ძველი რომი ან იუდეა ვაზისა და ღვინის
სამშობლო არააო... მაგრამ მის მსჯელობებში, დაკვირვებებსა და კომენტარებში
ეს აშკარად გამოსჭვივის! ესაც დიდი ნიშნულია... ერთგან კი ეს
ანგარიშგასაწევი ავტორი ა. სპიჩკას წიგნზე –
"სმის ხელოვნება" – დაყრდნობით წერს:
"ვენახის კულტურა ჩაისახა ჯერ კიდევ უძველეს ელადაში მცხოვრებ პელაზგებთან,
მათგან კი სამნიტების გავლით გადავიდა იტალიაში..., ჩვ. წ. I საუკუნეში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს,
საფრანგეთის მოეფინა..." პელაზგები კი არაერთი ჩვენი და უცხოელი მეცნიერის
მტკიცებით, უძველესი ქართული ტომის მოდგმისანი იყვნენ – განვითარებული მიწათმოქმედების, კულტურული
მემცენარეოის პიონერები... ეს ფაქტი ერთობ მრავლისმეტყველია, მაგრამ სრული
ნეტარების უფლება, ცხადია, არა გვაქვს, რადგან ზოგიერთ არაკეთილმოსურნეთა
აზრით, ყველაფერი მთლად მასეც არაა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ გვმართებს
სათანადოდ გარჯა. დავიმახსოვროთ: ეს ეპოქა უკვე კარგა ხანია საინფორმაციო
ომების ეპოქად იქცა ყველა სფეროში; ჩვენ კი ხშირად ვაგვიანებთ... რა თქმა
უნდა, ქართველ მეღვინეთა და მამულიშვილთა დიდ გარჯასა და რუდუნებას უნდა
ვუმადლოდეთ, რომ ლონდონში 1999 წ. გახსნილ მუდმივმოქმედ გამოფენაში – "ღვინის ქალაქი –
"ვინოპოლისი", რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ვაზისა და ღვინის ისტორიას,
რომელსაც ღვინის ოდისეასაც უწოდებენ და წარმოადგენს მისი საპატიო
პრეზიდენტის, ღვინის ისტორიის მკვლევარ-ექსპერტის ჰიუ ჯონსონის წიგნის – "მოთხრობები ღვინოზე" - ფონზე შესრულებულ
ექსპოზიციას, დაწყებულს საქართველოს პავილიონით, სახელწოდებით: "ღვინის
აკვანი". ამ თვალსახედვით, კომპანია "GWS",
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს საელჩო ევროპაში "კარის
გამღების" საპატიო და სანაქებო პიონერებად გვევლინებიან... ასევე დიდ
ძალიხსმევას იჩენს ამ მიმართულებით ჟურნალის –
"ვაზი და ღვინო" – რედაქცია, ალმანახი
"თამადა", გაზეთი "მარანი" და სხვ. მაგრამ ყოველივე ეს, რა თქმა უნდა,
ვიმეორებთ, სრული დამშვიდებისა და განცხრომის საფუძველს სულაც არ იძლევა...
უძველესი ქართული ტრადიციები სუფრისა, თამადობის ინსტიტუტი (უნიკალური
და თვითმყოფადი ფენომენი!), ყურძნის კულტურული ჯიშების გამოყვანისა და
ქვევრებში ღვინის დაყენების მხოლოდღა ქართველთათვის ჩვეულ წესს გაოცებაში
მოჰყავს უცხოელი მევენახე-მეღვინეები (სანიმუშოდ ჩვენი მეგობარი, იტალიელი
დონატო ლანატი იკმარებს, რომელიც აცხადებს: "ჩვენი ცოდნა ვერ სწვდება ამ
დიდ საიდუმლოს, ეს ზეენოლოგიის სფეროს განეკუთვნება"...); ის რეალური
ფაქტი, რომ რამდენიმე ხნის წინ ქართულმა, ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით
დაყენებულმა ღვინომ დიდი აღიარება ჰპოვა იტალიაში ჩატარებულ ღვინის
საერთაშორისო ფესტივალზე "ვინიტალი", უეჭველად მძლავრი იმპულსებია, მაგრამ
საკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია...
ვთქვათ პირდაპირ: სმით თითქმის ყველა სვამს, ზოგი – მეტს, ზოგი –
ნაკლებს. გურიაში იტყოდნენ, თურმე, უწინ: "ღვინოს, სასმელს ის ვერ სვამს,
ვისაც არა აქვს და არც არავინ ასმევსო"... სწავლული ხალხი, მკურნალნი
გამოჰყოფენ სხვა კატეგორიასაც – ვისაც რაიმე
ავადობის გამო არ შეუძლია სმა.
ჩვენი წინაპრები ღვინოს მოიაზრებდნენ ვითარცა ღვთის ძღვენს, ხოლო
ლოთობას, მემთვრალეობას – ვითარცა ღვთის
სასჯელს. ეს ასე იყო ყველგან, თვით რუსეთშიც კი, თუმცა აპრიორი მიჩნეულია,
რომ ისე (ხშირად უმიზნოდ, უსაბაბოდ, კულუტუროდ, უზომოდ), როგორც რუსეთში,
თითქმის არსად არ სვამენ (ს. კლიუჩნიკოვი. ვლ. გოლოვანოვი...).
ქართული ყოფიერებისა და ცნობიერების თითქმის ყველა სფეროში ღვინო და
ვაზი იგულვებოდა სიმბოლურ-ალეგორიულ ფენომენებად, მოიაზრებოდა როგორც
სიცოცხლის უცილობელი ატრიბუტები; გავიხსენოთ სახვითი ხელოვნების უძველესი
ნიმუშები ვაზის გამოსახულებით, არქეოლოგიური ნაშთები, წმ. ნინოს ვაზის
ჯვარი, დემეტრე მეფის საგალობელი "შენ ხარ ვენახი"... და მით. ღვინო ძველი
იბერიის მკვიდრთა საკულტო სასმელიც ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი
გვითვალისწინებს, რომ მცხეთის უმთავრესი კერპის –
არმაზის – სადღესასწაულო ცერემონიალს
რიტუალური სერობა გაასრულებდა: "შემდგომად თაყვანისცემისა ჰყვიან ნადიმნი
და განცხრომანი დიდითა ჭამითა და ღვინის სმითა..."
აკად. გ. წერეთელი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი, პიროვნება, რომელსაც
ე. წ. "ურაპატრიოტობას" ვერვინ დასწამებს, სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ "მაღალი
სასოფლო-სამეურნეო კულტურის მაჩვენებელი ისეთი სიტყვა, როგორიც არის
"ღვინო" და თვით საგანი, მითი აღნიშნული, ქართულიდან იყოს მთელ მსლფლიოში
გავრცელებული". სახელოვანი მეცნიერის ეს მოსაზრება ჩვენთვის,
ქართველთათვის, შესაძლოა, აქსიომურადაც კი მოჩანდეს, მაგრამ, სამწუხაროდ,
ფრიად ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორთა გამო, ვფიქრობთ, ამ სარწმუნო თეორიის
საყოველთაოდ გაზიარებად ძნელად თუ მოხერხდება... თუ რატომ, მოგახსენებთ:
ალბათ, არცთუ იოლი იქნება, დაარწმუნო ვინმე ბერძენი, რომ მათეული "Oinos" (ოინოს) ქართული "ღვინო"-საგან
მომდინარეობს – გადაგიშლის 25-26 საუკუნის
წინ შექმნილ პლატონის "ნადიმს" და... ან კიდევ: რას ეტყვი რომელიმე
იტალიელს, ვინც კარგად უწყის, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 245-184 წლებში
დიდი ლათინის, კომედიოგრაფის, პლავტეს თხზულებაში გვხვდება "Vinum" (ვინუმ)... ვითომ გვერწმუნებიან?..
ვფიქრობთ, არა და ვერც გაამტყუნებთ... სიტყვა, როგორც ასეთი, რომელიმე ენის
მიმოქცევაში, რეალში შემოდის იმ ობიექტთან, იმ მოვლენასთან, იმ ცნებასთან
ერთად, რასაც აღნიშნავს თვით ეს სიტყვა, ე. ი. პირველადია ის, რაიცაა
აღსანიშნავი, ხოლო მეორადი – აღმნიშვნელი...
ამისა გამო, უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, თუ სახელდობრ რომელი ქვეყანა
იგულვება ღვინის სამშობლოდ და შემდგომ ამის ძიება, თუ მავანი ცნება-სიტყვა
რომელი ხალხიდან, ენიდან გადაეცა სხვა ენას ბუნებრივი სესხების გზით...
ნათესავით ქართველთ, მრავალსახოვანი ნიადაგ-კლიმატური პირობების
კვალობაზე, გამოჰყავდათ არაერთი ორიგინალური, ერთობ დიდი ღირსების მქონე
ვაზები, ნერგავდნენ ღვინის დაყენების კეთილშობილურ მეთოდ-წესებს,
განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ "სიმართლეს" ღვინისას, როგორც ილია
ამბობდა: "ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა... ჩვენს ღვინოში არა არის-რა
გარდა ყურძნის წვენისა"...
ჩვენი დღევანდელი რეალობა (სოციალურ-ყოფითი, ეკონომიკური,
გარესამყარო, კავშირ-ურთიერთობანი, სხვა გარემოებანი) ღვინოს, როგორც
მამა-პაპურ, ქართულ ფენომენს, ცოტა არ იყოს, "შეიწროებულ" მდგომარეობაში
აყენებს. არადა, ღვინო არომატთა სურნელია, ბუკეტი, განუმეორებელი,
დახვეწილი, დილის სიოსავით საამური, ზოგჯერ შეუცნობლად თვისი, ახლობელი...
ამბობენ: "ღვინო ვალსია, არაყი –
გიჟმაჟი როკვა"...
ღვინო დარბაისლურია, ზეპური; არაყი –
ფართო მოხმარების საგანი, მრავალ კაცთა გონების ერთ დონეზე
გამაწონასწორებელი.
თუკიღა გამჩენმა ქართველებად დაგვბადა, "მართალი ღვინის" ქვეყანა
გაგვიმწესა მამულად, არყისა და ვისკის მჭვრეტელთ ნუ გვავიწყდება
საწუთროება, მივსდიოთ მშობლიურ ხმას; ჩვენ არა ვართ
გერმანელ-ინგლისელებივით მოწესრიგებული ხალხი, ყველაფერს რომ მისხალ-მისხალ
ზომავენ და წონიან (თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ გერმანელებს,
ფრანგებს, ინგლისელებს და სხვათაც ეს თავიანთი "შინაგანაწესი" ჩვენში
სტუმრობისას ავიწყდებათ), სიფრთხილე კი ნამდვილად გვმართებს, დროდადრო – სიფხიზლეც...
ზედმიწევნითი ანალიზის მოყვარე ინგლისელებმა თავიანთ მეცნიერთ
განუწესეს, დაედგინათ თუ მოეძიათ შესაბამისობანი ცხოვრებისა და სმისა; აი,
ისინი:
1. შეეცადეთ კვირის განმავლობაში რამდენიმე დღით თავი შეიკავოთ
სპირტიანი სასმელების მირთმევისაგან.
2. თანდათანობით გადადით ნაკლებად სპირტიან სასმელებზე.
3. სმა დაიწყეთ მხოლოდ გვიან საღამოთი.
4. საყვარელ სასმელთაგან შეარჩიეთ ყველაზე უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი.
5. ერიდეთ შაბათ-კვირაობით სმას.
6. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, როდესაც გწყურიათ.
7. დალიეთ წითელი ღვინო და არა თეთრი.
8. დიდი რაოდენობით სასმელის მიღების შემდგომ სვით რაც შეიძლება ბევრი
წყალი, რათა ორგანიზმში არ მოხდეს გაუწყლოება.
9. ისეთ კომპანია-ქეიფში წასვლამდე, სადაც უხვად სმა მოგიწევთ, მიიღეთ
ვიტამინი C ან სხვა ანტიოქსიდანტები.
10. ნუ დააიმედებთ თავს, რომ ალკოჰოლი დაგამშვიდებთ და თავს შვებას
მოუტანთ.
ამგვარია სმის ინგლისური მცნებები...
მოგწონთ?.. ვფიქრობთ, აქ ქართველთათვის ბევრი რამ ერთობ საკამათოა!
არცაა გასაკვირი: განსხვავებული სოციალური გარემო, სხვა ხალხი, სულ სხვა
ქვეყანაა, ფონი, სხვა ადათ-წესები, სასმელიც განსხვავებული... ამის თაობაზე
ქართველ მეცნიერთ, ისტორიკოსებს, მშერლებს მცნებების სახით არა, მაგრამ
საკმაოდ სახოვნად გამოუთქვამთ განსჯანი (ს.-ს. ორბელიანი, დავით
ბატონიშვილი). პირადად ჩვენთვის, რიგითი მესუფრისა და ქართველისათვის
მისაღებია მშობლიური და საოცრად სადად თქმული სიბრძნე ბ-ნ სიმონ
სხირტლაძისა (პედაგოგის, სწავლულის, სახელგანთქმული თამადის): "სვით, ოღონდ
საქმე არ გააფუჭოთ და სხვასაც ნუ გაუფუჭებთ განწყობას"...
© "მარანი"რა არის ღვინო?
გამოქვეყნებულია: 17 აგვისტო, 2009 - 12:14
ალეკო ცქიტიშვილი
- სამოთხეში ვართ, რა! - მითხრა ცნობილმა ქუთაისელმა როკერმა რობი კუხიანიძემ, მერე ღვინის ბოკალი კიდევ ერთხელ დაატრიალა ღერძის გარშემო და “ხოხბის ცრემლების” ბოლო ყლუპიც დაგემოვნებით აითვისა.
ღვინის გასინჯვის ეს პროფესიული ჟესტი სხვებისგან არ გამიკვირდებოდა, მაგრამ მოულოდნელი იყო რობისგან, რომელიც, ყველამ ვიცით, ბიკენტიას დუქანში იმისთვის არ დადის, რომ იქ ბოკალი დაატრიალოს, სინათლეზე გახედოს და მერე ღვინოს ცხვირი ნელა მიუახლოვოს - კენკრის განუმეორებელი სურნელისა თუ სხვა ჯიშური არომატების შესაგრძნობად.
როგორც ჩანს, ყველანი ვიზრდებით და წინ მივდივართ. ასე თუ გავაგრძელეთ, ბოლოს აუცილებლად დავღვინდებით და წინაპრებსაც ვასახელებთ.
“სამოთხეში”, ანუ “ექსპო- ჯორჯიაში”, ღვინის მესამე საერთაშორისო გამოფენაზე, მთელი სამი დღე ვხედავდი ბოკალში ცხვირჩაყოფილ ადამიანებს. სტუმრები მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდნენ და დასათრობად შემოხეტებულ მოქალაქეებს აქ პრაქტიკულად ვერ ნახავდით. სამოთხეში ყოფნის შეგრძნება კი ბევრს ჰქონდა, რადგან ვინც ქართული ღვინის აწმყო- მომავლით იყო დაინტერესებული, სწორედ აქ ეძლეოდა საშუალება, სრულიად უფასოდ დაეგემოვნებინა საქართველოში არსებული თითქმის ყველა კომპანიის საუკეთესო ღვინოები.
განსაკუთრებული ინტერესით ღვინის უცხოელი გურმანები გამოირჩეოდნენ. დაჭაშნიკების რიტუალს ისინი თავიანთ შინაგან ხმაზე ბევრად უფრო მიყურადებული მზერით ასრულებდნენ. მათი მონდომებაც არ იყო გასაკვირი. უცხოელთა დიდ ნაწილს აქ წარმოდგენილი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი ან ინვესტიციამდელი ნიუანსები აინტერესებდა.
ვფიქრობ, მაინც ბევრი დაკარგეს იმ კომპანიებმა, ვინც წელს გამოფენაზე მონაწილეობა გადაიფიქრა და ამ დიდი კრიზისის ჟამს, თავიანთი ჩაწოლილი პროდუქცია ყველაზე დაინტერესებულ მომხმარებელს არ გაასინჯა.
იშვიათი ქართული ჯიშებისადმი ჩემი დიდი სიყვარულის გამო, ძალიან გამიხარდა “ქისის” ოქროს მედალი და აღიარება. ამ ღვინის შემოქმედის, გოგი დაქიშვილის სახელს გამოფენაზე ჯერ კიდევ კონკურსამდე ახსენებდნენ და “ვინოტერას” ბრენდით წარმოდგენილი ქისის ქებასაც ბევრგან გაიგონებდით. მეც გავიცანი ეს მორიდებული კაცი - თავისი ღვინის მსგავსად ცოცხალი, კეთილი და ამავე დროს ეშმაკურად მოციმციმე თვალებით, მეღვინის პორტრეტისათვის დამახასიათებელი სხვა შესამჩნევი შტრიხებით. როგორც მოველოდი, “ქისი” ცოცხალი ღვინო აღმოჩნდა - ყოველგვარი ხელოვნური საფუარებისა და გაწებვა- ფილტრაციის გარეშე, თანაც - ქვევრისა!
ზოგადად, წლევანდელ გამოფენაზე რამდენჯერმე შევესწარი კამათსთემაზე: “რა არის ღვინო?!” ცხადია, ეს ისეთი კითხვაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არა აქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რომ თვითონ ეს კითხვა უკვე ძალიან ხშირად ისმის. გამოფენაზე წარმოდგენილი ღვინოების გასინჯვისა და მათ შესახებ ინფორმაციების თავმოყრის შემდეგ, მე პირადად სამი მიმართულების მეღვინეები გამოვარჩიე: ერთნი (ყველაზე ცოტანი) ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით ორგანული ღვინის დაყენებას ემხრობიან, მეორენი ისევ საბჭოთა მეღვინეობის გატკეპნილ გზას ადგანან, ხოლო მესამენი ახალ ბილიკს ჭრიან ევროპისკენ და საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში გადმოტანას ცდილობენ.
ჩემი აზრით, უკიდურესობებში გადავარდნა არც ერთ ამ მიმართულებას არ მოუტანს სასურველ შედეგს. წარმატებებს მიაღწევს ის მეღვინე, რომელიც ყველა მიმართულებიდან საუკეთესო ცოდნა- გამოცდილებას დაეყრდნობა და ოქროს შუალედს იპოვის.
მე პირადად გული დამწყდა, რომ გამოფენაზე ტრადიციული ქართლური ყურძნის ჯიშებით დაყენებული ღვინო არ აღმოაჩნდა “შატო მუხრანს”, რომელსაც სახელწოდებაშივე ხაზგასმული აქვს ევროპული გეზი. გულიანად გამეცინა, როცა “შატო მუხრანის” პრეზენტატორ სიმპატიურ გოგონას ვკითხე - ჩინური თუ გაქვთ- მეთქი და მკვახე პასუხი მივიღე: “ჩვენ მხოლოდ ქართული ღვინოები გვაქვს!” ამ ეტაპზე “მუხრანში” კაბერნეს, შარდონეს, რქაწითლისა და საფერავიდან დაწურულ ღვინოებს ასხამენ, თუმცა სულ მალე ჩინურის, გორულ მწვანესა და თავკვერსაც ვიხილავთ.
კიდევ ერთი პრობლემა უცხოური კულტურული საფუარებით ღვინის დამზადებას უკავშირდება. ბევრისგან მოვისმინე, რომ ქართული კომპანიები დიდწილად ერთსა და იმავე საფუარებს იყენებენ, რის გამოც სრულიად სხვადასხვა დასახელების ღვინოს თითქმის ერთნაირი გემო აქვს. კარგი გამოსავალი იქნებოდა ქართული ჯიშებიდან მშრალი კულტურული საფუარის დამზადება. მართალია, ამისთვის ძვირადღირებული ლაბორატორიის ამუშავებაა საჭირო, მაგრამ სამაგიეროდ, ქართულ ქარხნებში დამზადებულ რქაწითელს მართლაც რქაწითელის გემო ექნება, საფერავს - საფერავისა, მანავის მწვანეს - მანავის მწვანისა და ა.შ. ახლა კი ჩვენ ვსვამთ ქართული ჯიშებიდან დაწურულ ქარხნულ ღვინოებს, რომელსაც უცხოური ღვინოებისთვის შექმნილი საფუარები უდევს საფუძვლად.
ამ თემაზე დიდხანს ვეკამათე ყველაზე ახალგაზრდა მეღვინეს (თუ არ ვცდები), 28 წლის ლადო კუბლაშვილს, რომელმაც გამოფენა ტრიუმფით დაასრულა. კომპანია “ხარებაში” მის მიერ შექმნილი ორი ღვინო - “ციცქა” და “საფერავი” ოქროს მედლებით აღინიშნა. ეს ღვინოები ევროპული მშრალი საფუარებით არის დადუღებული. ლადო კუბლაშვილი და მისი თანამოაზრე მეღვინეები წარმოუდგენლად მიიჩნევენ დიდ ქარხნებში ღვინის წარმოებას კულტურული საფუარების გარეშე. თუმცა, ქართული ყურძნებიდან მშრალი საფუარების დამზადებას და გამოყენებას დიდ წარმოებაში მართლაც საუკეთესო გამოსავლად თვლიან.
მანამდე ჩვენ კარგად ვიყოთ!
დღესდღეობით ქართული ჯიშების ნამდვილ გემოს მხოლოდ ორგანულ და ბიოღვინოებში იპოვით. სამწუხაროდ, წელს “ელკანამ” კონკურსში თავისი წევრი მეღვინეების საუკეთესო ღვინოები არ წარადგინა, თორემ “თავადი მაყაშვილის მარანის” “რქაწითელი 2006” ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა “ვინოტერას” ქისს.
დაბოლოს, 2010 წელს საქართველო მსოფლიო ღვინის კონგრესს უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს კიდევ უფრო დაკონკრეტებით გაიჟღერებს კითხვა: “რა არის ღვინო?!” იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დადგება დრო, როცა ქართული მეღვინეობა ამ კითხვას საუკეთესო პასუხს გასცემს და ქართულ ღვინოსაც აღარავინ შეხედავს ეჭვის თვალით.
ქართული ვაზი, ქართული ღვინო
გამოქვეყნებულია: 19 ივნისი, 2010 - 14:05
გიორგი ლეონიძე
ეს პატარა სტატია გიორგი ლეონიძემ 1962 წლის 13 სექტემბერს გამოაქვეყნა “სოფლის ცხოვრებაში”. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, საქართველო “ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესს” მასპინძლობდა.
ქართული ვაზი, ქართული ღვინო!
არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი!
ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში! ალბათ, ჩვენიდან არის ვაზი საერთოდ წასული და "ღვინო" ქართული სიტყვა უნდა იყოს გადასული სხვა ენებში.
ქართველი ხალხის რწმენით, ღმერთმა ჯერ ვაზი გააჩინა უწინარეს ყოვლისა:
"დედავაზები აკურთხა,
ბალახს დასდო თავის
ფერი".
ჩვენი ვაზის ნაყოფიერებით ჯერ კიდევ ლეგენდარული არგონავტები გაჰკვირდნენ. სულ ახლა, გასულ საუკუნეში უნახავთ ჩვენში ძველი ვაზები, რომელსაც ორი კაცი ძლივს შემოაწვდენდა მკლავს. მე თვითონ მინახავს ერთი ვაზიდან გათლილი ვეება კარი!
ქართველი კაცი და ქართული ვაზი ერთმანეთის მოჭინახულენი არიან. ქართულმა ვაზმა ქართველ კაცთან ერთად ზიდა ისტორიის სიმძიმე.
გარემომდგომი მტერი – თურქი, ხაზარი, არაბი, მონღოლი, სპარსი, ლეკი უმოწყალოდ ჩეხდა, ბუგავდა, სრესდა, თქერავდა ვაზს, – როგორც ჩვენი ცხოვრების მთავარ წყაროს, – მაგრამ ნახანძრევ ნაცარში მაინც ღონეს იკრებდა დაბუგული, გასრესილი ქართული ვაზის ფესვი. ქართულ ვაზს არასდროს არ დაუძინია. ტყუილი ნათქვამი როდია, – "ჯაგრცხილა, რქაწითელი და გლეხიკაცი ყველაფერს გაუძლებსო". აკი კიდევაც გაუძლო ისტორიის ქარტეხილს ქართულმა ვაზმა!
ქართველ კაცს არც შეეძლო ცხოვრება უვაზოდ. მისი ეკონომიური მნიშვნელობა დიდი იყო და არის დღესაც. ქართველი ერი ღვინით იშორებდა დამპყრობელთა მიერ დადებულ მძიმე ხარკს. სპარსეთსა და ოსმალეთს საუკუნეების განმავლობაში მუქთად გაჰქონდათ ქართული ღვინო!
"ღვინო ქართველი კაცის ხმალია"-ო, იტყოდნენ ძველად და მართლაც, ლხინში, ჭირში, ომში, შრომაში, სიკვდილზე უღვინობა საქართველოში შეუძლებელია! თამადა ხომ მხოლოდ ქართული სუფრის ატრიბუტი იყო. ესეც ჩვენი კულტურის მონაპოვარია, რომ სუფრაზე არ იყოს უწესრიგობა და ღვინის მსმელმა უსიამოვნო რამ არ ჩაიდინოს. თამადა ლხინის ორგანიზატორია და რამდენადაც იგი ნიჭიერია, ჭკვიანი, ენამზიანი, იმდენად სასიამოვნოა ნადიმი!
ჩვენი მეურნე მამაშვილურად უვლის ვაზს, "შვილიდარს" ეძახის, ე. ი. შვილის დარს, მასავით საყვარელს. მართლაც, შვილივით აყვანილი ჰყავს ვაზი და ამაზე მეტი სიყვარული-ღა იქნება? ამიტომაც არის, რომ იგი შვილივით იფიცავს ვენახს. "ისე არ გამიწყრეს ჩემი ვენახის მადლი", "ისე შემეწიოს ვაზის დედა"!
ქართველი კაცი გამალებით აშენებდა ვაზს, სადაც კი შესაძლო იყო. დღესაც მიუვალ ტყეებში შეხვდებით გაველურებულ, გაგარეულებულ ვაზს – კრიკინას. ეს იმის ნიშანია, რომ აქ ოდესღაც მოსახლეობა ყოფილა. თვით მე-19 საუკუნის დასაწყისში, თბილისის ნახევარი ვენახებს ეჭირა: დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი ხომ ერთ გაბმულ ზვარს წარმოადგენდა ძველ საუკუნეებში! თელავს და გორს კაცი ვერ გაარჩევდა – ვენახი იყო თუ ქალაქი!
მეტად დიდია ჩვენს დროში ზრუნვა ქართულ ვაზზე. რამდენი ხრიოკი გავენახიანდა! რამდენი ნატრამალევი, გამოხუნებული მიდამოები გაიჭედა ვაზით!
რამდენი ძველებური ჯიში ისევ აღვადგინეთ. გაიხსენეთ აჭარა, მესხეთი, ქვემო ქართლი! გურიაში თითქმის გადავიწყებული იყო "ჩხავერი", მართლაც, გამზრდელი ოქრო! მაგრამ მაინც ჩამორჩენილები ვართ. მრავალი სავენახე ადგილი ჯერ კიდევ უჭირავს ჯაგსა და ძეძვნარს.
რა კარგია მორცხვი შუქით განათებული ვაზის ყვავილი!
რა მშვენიერია კვირტგამოსული ვენახი! რა ტურფაა ვენახისპირას სიცილი!
მეთერთმეტე საუკუნის ქართველმა პოეტმა უმშვენიერესი ქალწული აყვავებულ ვენახს შეადარა:
შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული!
რა შეედრება მზეთვალა რქაწითელს! დამკრახულ საფერავს! რა საამოა მტევანდაგრაგნილი ვაზი, ოქროფურცელა ყურძენი!
ვის ბრმობას თან არა ჰხლებია, ჩხა და აკიდო!
მართლაც, რა გვაქვს ვაზის ანადარი?
"ყურძენში თვალი შევიდა!" – რა ამაყად, რა ღიმილით იტყვის სახემზიანი ქართველი, რომელსაც ამდენი ამაგი და კეთილმზრუნველობა გამოუჩენია ვაზისადმი!
და როცა საწნახლის პირად დადგება და სამაჭრე ღარის ჩქეფას უყურებს, მაშინ აღარც ერთი ნაოჭი აღარ ემჩნევა სახეზე!
ვენახი დიდი მეჯილდოვეა!
ვაზის ამჩეხი და კაცის მკვლევი ქართველი კაცისათვის ერთია!
მოყვარესაც და მტერსაც ღვინით გაუძღვება იგი, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც ღვინით შეეგებება! მაგრამ მთავარი ღირსება მხიარული მასპინძლისა თუ თამადისა ის იყო ძველად, რომ დაცემული მოძმე გაემხნევებინა:
ჯამს იქით მხარეს წაიღებს,
სადაც ბეჩავი ზისაო!
ქართველი კაცი, როდესაც იგი ღვინით უმასპინძლდება მეგობარს, უსურვებს ტკბილ ძმობას, დღეგრძელობას, სიხარულს, ხოლო ქვეყნიერებას – კეთილდღეობას, მშვიდობას!
მეც, როგორც რიგითი ქართველი კაცი, ვიღებ ხელში საფერავით სავსე ჯამს და ვადღეგრძელებ დღევანდელი კონგრესის მონაწილეთ – ნახეთ, იგემეთ ჩვენი ისტორიული მიწის წვენი, ჩვენი სისხლითა და ოფლით მონაპოვარი ქართული ღვინო, ჯანში შეგერგოთ, ტკბილი სიტყვა გათქმევინოთ ძმობისა და მშვიდობისათვის! დაე, ჩვენი ღვინის მადლით დალოცვილიყოს ხალხთა ძმობა, ბედნიერება და მზეგრძელობა!
დაე, მშვიდობიან ცის ქვეშ ჰყვაოდეს მუდამ ქართული ვაზი!
ქართული ღვინის რეპუტაცია ამაღლდა
2011 წელს ექსპორტი
38 პროცენტით გაიზარდა
24 საათი 07.02.122011 წელს ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა
საქართველომ ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წელს 38 პროცენტით გაზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს, 2010-თან შედარებით, საქართველოდან 5 მლნ ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
"ექსპორტის ზრდას, პირველ რიგში, სახელმწიფოს უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მათი მხრიდან ამ სფეროს მცდელობა ნამდვილად არ აკლია. თუმცა, მეორეს მხრივ, ღვინის ექსპორტში ახალი საწარმოები არ ჩართულან და ღვინის გატანა იმავე ქარხნებიდან მოხდა ანუ ღვინის ძველმა ქარხნებმა გაყიდვები გაზარდეს. კარგი იქნება, თუ გაყიდვებში მცირე საწარმოებიც ჩაერთვებიან, რადგან ეს მათ განვითარებას ხელს შეუწყობს. ახლა კი სახელმწიფოს პოტენციალი, ჩვენდაუნებურად, ღვინის ოთხი ქარხნის მეპატრონეს ემსახურება," - ამბობს მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი, თუმცა ამ ეტაპზე ქარხნების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა, ამ მხრივ ხარვეზები მაინც არსებობს. მევენახეობა-მეღვინეობის დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს: "ჩვენ ჯერ "შიგნით" უნდა მოვიწესრიგოთ და ავიმაღლოთ კულტურა. არ დავმალავ, ღვინის ქარხნებში "ვაქირულა" დღესაც შედის, მაგრამ ეს ღვინის არც ერთ ბოთლზე არაა აღნიშნული. ზოგიერთი ქარხანა არც მთლად "უშაქრობას" უჩივის და ვერც ღვინის ტექნოლოგიური ცოდნის დონით დაიკვეხნის. თუმცა მაინც ბევრი კეთდება. ერთ რამედ ღირდა, მაგალითად, შარშანდელი "ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი", რომელიც ალავერდში ჩატარდა. ამგვარი ღონისძიებები ჩვენს პოსტკომუნისტურ, შერყეულ რეპუტაციას ნამდვილად აამაღლებს მსოფლიოში. და ბოლოს, ჩვენში, როგორც ტურისტულ ქვეყანაში, რეგიონულ დონეზე ბევრი ოჯახური მცირე მარანი უნდა არსებობდეს, სადაც ღვინოს ქვევრებში, ძველი ქართული ვაზის ჯიშებიდან დააყენებენ. აი, ამაში უდა დაეხმაროს სახელმწიფო მოსახლეობას და არა ყურძნის გაყიდვაში, რითიც საქმე უკან მიდის, მძიმე სიტუაცია კი მხოლოდ "ინიღბება" და არ "შუშდება."
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ ღონისძიებებს რაც შეეხება, სახელმწიფოს ორგანიზებით 2011 წელს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა ისეთ საერთაშორისო გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა: Prowein (დიუსელდორფი), International Wines and Spirits Fair (ლონდონი), Niagara Food& Wine Expo (კანადა), China- Eurasia Expo (ურუმქი, ჩინეთი), WinExpo Ukraine (კიევი), Toronto Food and Wine Expo (კანადა). ჩატარდა საქართველოს დღეები ლიტვაში და პოლონეთში, სადაც, სხვა პროდუქციასთან ერთად, მეტწილად ღვინო და ალკოჰოლური სასმელები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ასევე, საქართველოში ჩატარდა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებშიც ღვინის უამრავმა ექსპერტმა მოინახულა საქართველო და ჩვენი მეღვინეობის რეალობას გაეცნო. "ღვინის ექსპორტის 38-პროცენტიანი ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია და, თავისთავად, ძალზედ პოზიტიური. ამგვარი ზრდა რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა, კერძოდ: აღვნიშნავდი აქტიურობას თვით მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ გატარებულ რიგ ღონისძიებებსა და მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის დარგის მარეგულირებელ ორგანოებთან, საერთაშორისო მასშტაბის პუბლიკაციებსა და ვიდეორგოლებს ქართული მეღვინეობის შესახებ, ღვინის იმპორტიორებისა და ჟურნალისტების ვიზიტს საქართველოში და სხვა," - განუცხადა "24 საათს" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ.
ქართული ღვინის საექსპორტო ათეულში უკრაინა ლიდერობს, სადაც გასულ წელს 8211,9 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 2229,7 ათასი ლიტრი; მესამეზე ბელარუსი - 2038,3 ათასი ლიტრი; შემდეგ მოდის პოლონეთი - 652,1 ათასი ლიტრი; აზერბაიჯანი - 584,0 ათასი ლიტრი; ლატვია - 551,0 ათასი ლიტრი; ლიტვა - 506,7 ათასი ლიტრი; ჩინეთი - 451,6 ათასი ლიტრი; აშშ - 261,1 ათასი ლიტრი; ესტონეთი - 230,8 ათასი ლიტრი და ა.შ. გასულ წელს ჯამში საქართველოდან 16 822,1 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ღვინოს, 2011 წელს ქვეყანაში სულ 134.2 ათასი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინის იმპორტი განხორციელდა. აქედან ყველაზე დიდი ოდენობის იმპორტირებული ღვინო ყაზახეთიდან შემოვიდა. ყაზახური ღვინის წილი იმპორტის მაჩვენებელში 34,5%-ია, შემდეგ მოდის უკრაინა - 13.4%; რუსეთი - 12.4%; იტალია - 8,9%; სომხეთი - 8,6; თურქეთი - 8,6; პოლონეთი - 5.3; საფრანგეთი - 4.3; ნიდერლანდები - 2.7 და ა.შ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე დღეს ვიყენებთ. საექსპორტო პოტენციალის აუთვისებლობის მიზეზად მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი გიორგი ბარისაშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: "არათუ მხოლოდ ექსპორტიორებს, არამედ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას დღეს რაც აკლია, ესაა "მართებული ხედვა, ერთიანი სტრატეგია და მზრუნველი ხელი". ვფიქრობ, ამით ყველაფერი ვთქვი, თუმცა არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ სხვისი ბრალია. ჩვენი ქვეყნის ავსა და კარგში მხოლოდ ჩვენი წილია."
გასულ წელს ქართული ღვინო ახალ საექსპორტო ბაზრებზე გავიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ია ჯანაშიას განცხადებით, 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა ეგვიპტეში, ავსტრიაში, ერაყში, ხორვატიაში, კოსტა რიკაში და იორდანიაში. რაც შეეხება 2012 წლის გეგმებს, "მიმდინარე წელს ორიენტირებულნი ვიქნებით არსებულ ბაზრებზე ექსპორტის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გამყარებაზე, ინტენსიური მუშაობაა დაგეგმილი 6 პრიორიტეტულ ბაზარზე, რომლებიც კერძო სექტორთან ერთობლივად ჩამოყალიბდა. ასევე მოხდება ახალი ბაზრების შესწავლა და შესვლა. ვაპირებთ, სტრატეგიულ და ახალ ბაზრებზე მარკეტინგული კვლევების ჩატარებას, რათა ჩვენი ექსპორტის ზრდას უფრო სისტემურად შევუწყოთ ხელი და მარკეტინგული გეგმები კონკრეტული ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით დავსახოთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ქართულმა კომპანიებმა ღვინის საერთაშორისო გამოფენებში და სადეგუსტაციო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა, ასევე მათ დავეხმარებით, რომ პრიორიტეტულ ბაზრებზე ტრაიდერებთან, დისტრიბუტორებთან, მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელებთან, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და გაცნობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ნიმუშები წარვადგინეთ გერმანიაში - დიუსელდორფის და მოლდოვაში - კიშინიოვის კონკურსებზე და ველით შედეგებს. მომზადდება სარეკლამო მასალები ბროშურების, კატალოგების სახით და მოხდება უფრო მეტი პუბლიკაციის გაკეთება სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში. მოვიწვევთ და ღვინის ტურებს ჩავუტარებთ საქართველოში მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტებს, ჟურნალისტებს, თრეიდერებს და მყიდველებს," - ამბოს ია ჯანაშია.
ყვარელში, სოფელ ქინძმარაულში 2000 წელს ღვინის კომპანია " ქინძმარაულის მარნის " ისტორია დაიწყო. კომპანია 500 ჰექტრამდე მიწას ფლობს, საიდანაც 435 ჰექტარი ვენახისთვისაა გამოყოფილი, დაახლოებით 40 ჰექტარი კი - კომუნიკაციებისა და ქარხნისათვის განკუთვნილი.
"ქინძმარაულის მარანი" დღეისათვის 22 სახეობის ღვინოს აწარმოებს და პროდუქცია ექსპორტზე წლებია გააქვს. 2009 წელთან შედარებით, 2010 წელს კომპანიამ ექსპორტი 25 პროცენტით გაზარდა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გავიდა. დღეისათვის კომპანია ღვინის ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს. "გასულ წელს ექსპორტი 38-40 პროცენტით გავზარდეთ. ჩვენი პროდუქცია გადის უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, პოლონეთში, თურქეთში, აშშ-ში და ა.შ. გასულ წელს ჩვენ შევედით ჩინეთის ბაზარზე, სადაც 80 ათასი ბოთლი ღვინის რეალიზება მოვახდინეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი წელი იყო, ეს კარგი შედეგია. მცირე რაოდენობით ჩვენი პროდუქცია ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთშიც შევიტანეთ. ექსპორტზე გატანილი ღვინოების 70 პროცენტი წითელი ღვინოა," - გვითხრა ღვინის კომპანია "ქინძმარაულის მარნის" დირექტორმა დიმიტრი ლებანიძემ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალ წლებში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგანაც მისი ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით სწრაფი ტემპით იზრდება... გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 19 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ 2012 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი 21 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
Tuesday, April 3, 2012
Subscribe to:
Posts (Atom)